მხოლოდ შემრჩა რამდენიმე მარქაფა ..


მხოლოდ შემრჩა რამდენიმე მარქაფა
სიტყვებისგან დაიცალა მინდორი
სევდა გრძნობამ რძისფერ ნისლში გაქაფა
მე ზეცაში ასაყვანად მინდოდი

ყველა ტრავმამ ყველა მწარე იარამ
და ღამემაც ზეცა ნისლით ჩაყლაპა
შენზე ფიქრმა ჩემზე გადაიარა
მე კი დავრჩი უმოედნო მარქაფა

ადრიანად ჩამაფიქრა ყმაწვილი
ამ ოცნებამ და შეხების სურვილმა
შენზე ფიქრებს ავწევ სავსე ყანწივით
და უმალვე გემოს დავეწაფები

ამ ოცნებამ უღვთოდ გადამიარა
ფიქრი ნუ გაქვს ერთ პატარა პოეტის
ვარ სულამდე შენით სავსე ტალღები
და მარქაფა შენი გულის მოედნის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი