ალყაში ველები
ველებს სხივები შემოესია, ვუთვლი ვარსკვლავებს ზეცას პიჯაკზე, სადღაც ჩრდილები უღვთოდ კვნესიან, ვუყურებ ზეცას მიწის მიჯნაზე. ღრუბლების ლოყებს სიწითლე ღეჭავს როგორც ნასუფრალ მინდორს ნადირი, გაჰყურებ, მთვარეს ყველასგან ბეჩავს, და დუმილია ჩამოვარდნილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი