უცხო ბილინგვა
გარეთ წვიმები დაპარპაშებენ ჭამას იწყებენ ღრუბლის დილიდან და ამოკაწრეს ქარებმა სულში ნაცნობი წლების უცხო ბილინგვა.... რაც კი გაზაფხულს მოაკლდა სევდა, სისხლად დასდინდა ისევ პარკუჭებს და როგორც ლექსში უგრძნობი სიტყვა ჯერ გადაწერეს, მერე დაკუჭეს... დამწვარი ფურცლის ნაგლეჯად შერჩა, გადაღლილ ჭალებს სხივები ხვალის და როგორც მელამ თავისი კუდით, წაშალა დილამ ღამის ნაკვალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი