გუგული ბებიას


ამორძალივით მკერდზე ეკრა გორები სხივებს.
მთელი დღე შრომის და გოდების,
უბრალო მოქნევა მოხუცი თითების 
ლაჟვარდი ხილივით ავსებდა გოდრებს...

გვაქსოვდი რწმენას და სითბოს  ბადიშებს,
საღამოს გამომცხვარ მჭადებზე ჯვრებივით.
ღამეებს აქცევდი წუთების ხახაში 
უცქერდი ზეცას და თითქოს ჯავრობდი...

ეძებდი ღიმილს და სათუმალს მიწყობდი,
აყრიდი ალიონს წარსულის ნათალებს.
ჩვენს გარდა ვერასდროს, ვერაფერს ხედავდი
და შუბლზეც ამიიტომ მალავდი სათვალეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი