შემოდგომა
მე მაღვიძებდა მთვარის ნაღველი, მხვევდა ცივ ხელებს ლოყებზე ღამე, მთვარე ეკვროდა ბავშვივით ღრუბლებს, ღრუბლებს რომლებსაც თაგვები ხრავდნენ... მე დავდიოდი ქუჩაში ჩუმად და ყვითელ ფოთლებს მაყრიდა ქარი, ვარსკვლავები და სველი მთვარე ეკიდა როგორც სამრეკლოს ზარი. ასფალტზე უკვე შხეფები ხტოდნენ, სხეულის ფხანა იწყეს ხეებმა და შემოდგომა ჰგავს ვარდის ფურცელს, თავს ამოწურავს და მერე ხმება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი