ქუჩის ბგერა


ქარი ერთვოდა ოთახში სივრცეს,
ღამეს მოჰქონდა ათასი წვეთი
ამაოების ყოველი წამი ავსებდა
ქარბუქს საკუთარ სევდით...

სავსეა ღამე წვეთებით თუმცა
მთელი დრო ასხამს სიცივეს ხოტბას.
სადაც ამდენი ვიტანეთ ბიჭო
უნდა გავუძლოთ ცოტაც, სულ ცოტაც...

ღრიალებს ქუჩა ამაო ბგერით,
ღამე სიზმრებით ნაწნავებს გიწნავს
და მეც ისე ვარ ვით ცუდი ქერი,
როცა  ქვემოდან უდებენ ფიწალს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი