ლექსის შობა
დილა მოწრუპა საათმა ისევ, ცას დაფლეთილი ჰქონია გული და როგორც წვიმით დაღლილი ძაღლი ამატებ ღამეს ერთ ეულ ყმუილს... სისხლისფერია თოვლი ამაღამ რადგან ამ თოვლზე იმშობიარე და გააჩინე ლექსი პატარა, წვიმიან ღამეს რომ მიაბარე... პატარა ხელებს ერთ თითზე გხვევდა, ჯერ უშობელი ლექსი პირველი. თვითონ ავსებდა კიჩოს და გემბანს, როგორც დაღლილი,სუსტი ფრინველი... მთვარე გიყურებს მუქი ფანჯრიდან, თან ცხვირს გიბზუებს ავად და ურცხვად. აინტერესებს რა საჭიროა ლექსის საშობად ამდენი კრუნჩხვა?! ფიქრობ და საბანს იხუტებ გულში, დაადე კედელს ერთი აგური და გიცდის სადღაც უშობი ლექსი, მდუმარე სევდით ვით ნავსადგური...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი