იდუმალი სევდა


მე დავდიოდი დიდ ხანს უშენოდ
და მონატრების ფიალებს ვლევდი, 
ოცნების კოშკებს ვაშენებდი და
მერე ვავსებდი შენივე სევდით.

არ მეშინოდა ქარის და წვიმის,
მე და შენ შორის ვაგებდი ხიდებს,
მაგრამ სიავით დაღლილი წლები
მაცლიდნენ ძალას და წელში მხრიდნენ.

ფიქრები უკვე მოვწყვიტე ზეცას,
გამომეცალა სიშორის ძალა,
ნიღბები რატომ ვაჩვენე ყველას?! 
ნეტავი წყალში გადამეყარა..

ფორთოხლის ბაღის მდუმარე ჩრდილში
ლექსები დარჩა გარსია ლორკას.
თავბრუ დაეხვათ ფოთლებს გრიგალში
და მთების პირას ზარებად ვროკავ,

ანათებს ძველი პატრუქის ლამპა,
გარეთ ქურდივით წრიალებს ქარი
და როგორც თოვლი ფანჯრების რაფას
შენს სახელს ვმალავ ვით მინანქარი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი