დუელი
გზაზე კლდეებმა შეაწყვილეს მტკვარი არაგვთან, მე, ექიმებმა ჩამაყლაპეს სევდა ნახველად. ქარმა სიტყვები უმეცრებით სადღაც გაფანტა და ახლა ფიქრებს როგორც თუთუნს ნისლში ახვევდა. შემოელიათ სიმღერები ყვავილებს მინდვრის, ყელმოღერებულ დეჟავიუს ახრჩობდა ბრაზი, შენი თითები უკვე ჰგვანან პირველ სხივს ბინდის და საიდუმლო მოგონებას ოკეანის ბრიზს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი