სიზმრები


წვიმა სახეზე მეხება როგორც თითები,
გზააბნეული შენს თვალებს ვეძებ.
ესმერალდაზე ნატიფი ხარ პატარა ფრთებით,
რომელიც ღამით ოცნებისგან გამოგიძერწე.

ღამეს ვაკითხებ ჩემს ფიქრებს და ვიცი გამიგებს,
ისიც ხომ ერთხელ სანატრელმა მზემ მიატოვა?!
ისევ მარტო ვარ და ისე მოუთმენლად გელი
როგორც ბავშვი თებერვალში თოვას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი