დამმარხე
წვიმდა უგრძნობლად დაიცალა ცაში მათარა მხოლოდ შემომრჩა ორიოდე ნაოჭი ახლა. მე, უშენობამ შენს ძებნაში სად არ მატარა?! ამ წამს კი ფიქრის, უსიტყვობის მაგივრად მმარხავ. ალბათ ქარები დამიყოფენ მე ათას ფერფლად ჩვენი სევდა და ჭრილობები ყველაფერს ახსნის, დრო არის ალბათ რომ ჩავეგოთ მომავალს ფერხთით ან კი დრო არის ყველა ჯაჭვის რგოლებად გახსნის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი