0,5


მე ღამემაც მიმატოვა თან შენს მსგავსად
გადაიცვა დილის ღია ლურჯი კაბა 
და გრიგალმა შემომძარცვა ალაგ, ალაგ,
მერე სადღაც ჩეროებში მიიმალა.

ქარმა ძველი საღამური აფრთხიალა
და მაშინვე ნანადირევს მივამსგავსე.
თითქოს ფოსტით ბევრი კოცნა გაეგზავნოთ,
მოეტანოთ ჩემს არასწორ მისამართზე...

პ.ს.
ბრიზი სევდას სასთუმალთან ტოვებს,
წამი თითქოს წვიმა არის ჭერში
თითქოს ჩემში დაგამწყვდიეს მუდამ
და ზეცასაც ელჭექივით შერჩი.

ღამემ მწეველივით დაახველა,
ტოტებზე ქარიშხლები ისვენებენ,
ციდან ჩამოცვივდნენ ვარსკვლავები
მთვარეს აცდენილი ისრებივით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი