ესროლა დუმილს
დაორთქლილ სარკესავით არაფრის მთქმელი ნიავი თითქოს კარს კეტავდა ცივი ხელებით, ითვლიდა წყალში ჩაგუბებულ ყინულის ნაჭრებს და თამაშობდა გადანაყარი სანთებელებით... დამსხვრეულ თითებს ჰგავდნენ სიზმრები და მიყვებოდა ღამე შარას ნელი ლასლასით. ლამის დაყრუვდა დუმილისაგან სულ მთელი ქუჩა და გაგვიწვიმდა რჩეულიშვილის გასროლასავით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი