უჰაბიტუსო მიწა


თითქოს ბალახები მიწის კოშმარია
ხშირად ეტრფიან და ხანაც დასტირიან
მიწასაც სჭირდება თავისი ჰაბიტუსი,
როგორც მოლანდებებს ციხე ბასტილია

ალერგიასავით ტანზე ექავება,
გამონაყარივით
უნდა მოიგლიჯოს ლურჯი ბალახები
(მარტო ქავა რად ღირს)
ლურჯი ბალახები ცაზედაც ლურჯები,
ზეცის ნაფცქვენების მთელი იალაღი,

ჩვენ კი ცხოველების საძოვრად მიგვიცია
ზეცის ალერგია ,მიწის იანუსი
თითქოს დედამიწას ზეცა აკერია
და გვსურს მასზევე მიგვალურსმნონ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი