რაღაც საერთო


თითქოს ვიხილე მთელი სამყარო
და თეთრ მიწაზე კვალი დავტოვე,
ამ წვრილ ფიფქებთან ჰქონდა საერთო
ეზოს სიჩუმეს და სიმარტოვეს...

გარეთ კი თეთრი ავდარის სუნით,
დაიწყებს დილა ქარბუქის ხარჯვას
და ამორძალი მეომრის მსგავსად,
მთებს დააცხრება როგორც მტრის 
ხანჯალს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი