მე აღარ მინდა


მე აღარ მინდა შენი სითბო და დარდი
როგორ მინდოდა ეს პატარა ნაძვი
მაგრამ ვგრძნობ ისევ იყივლებს ეს საზიზღარი მარტი
ისევ ამოვა თავის სოროდან ზღარბი
მე აღარ მინდოდა ეს უაზრო ფიქრი
მაგრამ რას ვიზამ
ისევ მომიწევს ვიცი
აღარ ვიქნები ჩემი ოცნების მონა
მე  აღარ დავწერ  ჩემს წარსულის პროზას
მაგრამ რაღაა ცხოვრება
როცა ხარ მარტო გააფთრებული 
მე მინდა ვიყო პატარა
ლაღი და აბდალა
მე ვიცი მექნება ახალი დარდი
შემოპარული ჩუმჩუმად ნაზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი