დაჟანგებული ხორცსაკეპი მანქანა


კბილის ჩოთქს უხახუნებ საპონს,
რადგან სამუშაომდე,
რომლიდანაც არ იცი როდის გაგიშვებენ,
ხელფასს ნახევარს მოგცემენ,
თუ საერთოდ ისე გამუშავებენ,
იქ მისასველელი ხურდაც კი არ გაქვს.
შემწვარ კარტოფილს
აყოლებ ორ ნატეხ პურს
და
არ გაქვს ჩაიში ჩასაყრელი შაქარი.
არც ყველი რომ მესამე ნატეხ პურს მიატანო,
თაფლზე საერთოდ ზედმეტია საუბარი.
სამუშაოდან მოსულს გხვდება
მატყუარა ბორში 
ან 
პურთან ერთად დავალებული 
ორმოც თეთრიანი უბრალო სუპი.
ხორცზე ფიქრიც კი ზედმეტია.
რა ვქნათ როცა,
ჩვენი პირის ღრუ არის 
დაჟანგებული ხორცსაკეპი მანქანის მსგავსი
რომელსაც მოენატრა ხორცი?

--- --- --- --- --- ---

მონობის დედა ვატირე,
მოგვეცით სამუშაო
და
ნორმალური ხელფასი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი