გიჟი მებოდიალე


ჩემს სახლს რაც ვცდილდები
მით უფრო ძალიან
მე მაინტერესებს
რამდენი ნაბიჯი

მაკლია სახლამდე.
დანახვა მწადია
სულ ახლოს რომ ვარ და
სიბრმავე მაგიჟებს.

საკუთარ ძარღვებში
სისხლიც რომ წვეთებად
ჟონავს და განვიცდი
მე მარტო ბოდიალს.

როდესაც ქუჩაა
სავსე ამ წყვილებით
მე კი მა რტოობა
მეძახის მოდი აქ,

და მეც კი მივყვები
ასე და უაზროდ,
როგორც ეს ლექსია
აზრების გარეშე.

უბრალო გიჟი ვარ
ვაფრენ და თუ გაწყობს
ამ მორიგ შეშლილთან
კონტაქტი - გამიშვი

ხელი და მაკოცე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი