ჩვენ ოცნებებს ჩაიში ვასველებთ ..


ჩვენ ოცნებებს ჩაიში ვასველებთ
და ვაყოლებთ დაუღეჭავ იმედს.
ვგრძნობთ - გაწყვეტილი ძაფივით,
რომ ჩვენს ოცნებებს 
ასრულება არ უწერიათ,
რადგანაც,
თუ მოვიპოვეთ, რაც გვაკლია - ესევე დავკარგავთ, 
ან მასზე მეტს ვისურვებთ.

ჩვენთვის ცხოვრება —
სურვილების, შესაძლებლობების და დაუფასებლობის
შეუსაბამობაა,
რადგანაც
ჩვენ ამ მიწაზე,
უმოწყალობ განწირული მეოცნებეები გვქვია.

ჩვენი ნათქვამი სიტყვა თქვენ უარყვეთ,
ჩვენი გამოწვდილი ხელით, თქვენ მათხოვრად ჩაგვთვალეთ,
ჩვენი თვალიდან ცრემლის მიზეზი, ფეხებზე დაიკიდეთ,
მაგრამ მე მაინც შემომრჩა ნაბიჯის გადადგმის იმედი, 
მაგრამ არ ვიცი საითკენ მიმიყვანს გზა,
რადგან,
ჩვენი ბოლო ხმაზე ტირილი, თქვენ შვებად მიიღეთ 
— ჩვენივე ლექსების მეშვეობით,
რადგანაც,
ჩვენი დუმილი — თქვენს ყვრილზე ძვირია.
ჩვენ თუ არ ვიკვებეთ თქვენი ტკივილით,
მშივრებს ამოგვხვდება სული,
რადგან,
საკუთარ თავებზე უკვე ვწერეთ ლექსები.
ჩვენს ჭრილობებზე, მარილის დამყრელი
დიდი ხანია, აღარავინ ჩანს..

ჩვენ თქვენი ის სიტყვები ვართ, 
რომლის თქმასაც არ აპირებდით, მაგრამ მაინც გაბედეთ,
ან გსურდათ გეთქვათ 
და უკან დაიხიეთ.
ჩვენ გვიყვარს თავისუფლება 
ამიტომაც ვაგინებთ ყველას და ყველაფერს, 
რაც გვიშლის ცხოვრებას.
და მე თუ შემოვრჩი ან გავასწარი დროს,
ვერ ვიქნები ზეციური პოეტი,
რადგანაც,
ცამდე ცოდვილი ვარ,
და ჩემი სული იფრენს იმ ქუჩებში,
საიდანაც მოვდივარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი