ჩემს ხელზე ამოსულ ჯეჯილსაც ..


ჩემს ხელზე ამოსულ
ჯეჯილსაც
სურს ეკოცა რბილ შენს კანს და..

შენ მერე გაისწორებ
თმებს.
ცივ წყალს
რომ მოსვამდი გიხდებოდა.

შემდეგ კი ისევე
მე ვგრძნობდი
ხელზე შენი თმის შეხებას

მერე კი წუთებად
დღეს ვყოფდი,
რადგან ენაც მიშეშდება

ახლაც და მაშინ მე
შევძელი
მეკითხა შენი სახელი.

არც იით, ვარდით და
ენძელით,
მე შენი მზერით გავხელდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი