საოცარია
საოცარია, როცა წერ და რითმებად გათოვს, საოცარია, როცა ყველა წუთიც კი გახსოვს, საოცარია,როცა წლები ვერას გაკლებენ, ბედნიერების და ღიმილის წამებს გმატებენ, საოცარია ეს ცხოვრება,წლებად მიდიან, თითქოს,სადღაცას ეჩქარებათ საათებს და აღარ გვიცდიან, საოცარია ეს ცხოვრება, ფერებით სავსე, ფერები თვითონ აარჩიე, შენი სამყარო,შენითვე ხატე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი