მინდა არასდროს დამტოვო მარტო!


ამ თვალებს,შენი დანახვა ათბობს,
ამ თითებს შენთან შეხება აკრთობს,
ამ გულს, შენს გარდა  არავინ ატკბობს,
მე შენი ყველა ღიმილი მახსოვს,
არც ერთი წამი არ მინდა მარტო,
მინდა, რომ ყველა ოცნება განდო,
სამყარო მინდა შენით რომ ვხატო,
მინდა არასდროს დამტოვო მარტო,
სოცოცხლის ყველა საწყისი შენ ხარ,
ჩემთვის მთვარეც და ცხრათვალა მზეც ხარ,
ის ვინც მახარებს,მაღიმებს შენ ხარ,
შენ ხარ, მიზანი და ჯილდოც შენ ხარ,
შენ სიყვარულის ფერებით მავსებ,
ამ ქვეყნად მე შენს სიყვარულს ვაბნევ,
მე შენ მიყვარხარ და ჩემსას გარქმევ,
მე შენს თავს ყველა ლამაზმანს ვართმევ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი