შენ მაიძულე მეცხოვრა (მესამე თავი)


დღეს 27 ივლისია პალატაში მხოლოდ მე ვარ. ვცდილობ გავიაზრო რა მოხდა . ვცდილობ გავერკვიო ეს რეალობაა თუ სიზმარი. კოშმარია ალბათ...
დაუჯერებელია ასე დაიმსხვრეს ყველა ოცნება,რომ ვერც ერთი ვერ ახდეს...
არა ,ეს სიზმარი არ არის,ჩემი ცხოვრებაა. ვიყურები პალატის ფანჯრიდან,სადაც ავტომობილები მიმოდიან,ადამიანები მიიჩქარიან თავიაანთ საქმეებზე,გარეთ ცხოვრება გრძელდება,ჩემთვის კი გაჩერდა,დასრულდა და დაიხურა ოცნებების წიგნი...
არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო.,არ ვიცი როგორ უნდა გავიღიმო გულით,არ ვიცი როგორ უნდა შევიგრძნო ბედნიერება ,როცა მგონია რომ "გარდავიცვალე"...
ვგრძნობ რა სხვანაირია მინის გარეთ სამყარო და რა უფერული, უემოციო და სულერთი მინის შიგნით, ყველაფერი ჩემგვის...
დღის განმავლობაში არ წყდება ზარები,მესიჯები, მნახველები ერთმანეთს სცვლიან. საოცარი სახეები აქვთ. გაფითრებულები, თვალებ გაფართოვებულები და თითქოს შეშინებულები მიყურებენ.
- როგორ ხარ?
-კარგად ვარ! ეს ყველას მიმართ გაცემული პასუხია,რომლის პარალელურად ვცდილობ გავიღიმო. მგონი არ გამომდის ,რადგან უარესად ეშლებათ სახე და უფართოვდებათ თვალები.
ასე ამ დიალოგით და გამომეტყველებით დავითვალე ექვსი თუ შვიდი ადამიანი. აი ამ დროს, ამ მომენტში ვუთხარი საკუთარ თავს : - ლილიანა,ეს შენი ცხოვრება არ არის. შენს მიმართ ადამიანებს სიბრალულის გრძნობა არ უნდა ეუფლებოდეთ. შენ მათთვის ,ისევ ისეთი მხიარული , თბილი, მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე უნდა იყო. მათთვის კი არა, საკუთარი თავისთვისაც ასეთი უნდა იყო.
იმ წუთების შემდეგ,მე იმაზე ძლიერი, თავდაჯერებილი და მოტივირებული გავხდი,ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.
ყოველ დილით სარკეში ჩახედვისას ვხედავდი უკეთესად გხდებოდი. ის ადამიანები, რომლებიც პალატაში მსტუმრობდნენ შემოხედვისთანავე იღიმოდნენ.
როდესაც გრძნობ ადამიანების სიყვარულს,ამაზე დიდი სტიმული არაფერია.არ გაქვს უფლება დაეცე და ცხოვრებამ გადაგთელოს.პრობლემებმა შენში პიროვნება ჩაკლას და ვერასოდეს შეძლო წამოდგომა.
სახლში დაბრუნებულს მიჭირდა დამოუკიდებლად სიარული ,ჩაცმა, დაჯდომა,ადგომა და ჭამაც კი. სიყვარულის და მზრუნველობის ერთი თვე მქონდა. საავადმყოფოში სხვა საქმეზე მისული საკუთარმა ექიმმაც ,ვერ მიცნო. ჩემი ყოფილი ექთნები შემომეხვივნენ და აღტაცებას ვერ მალავდნენ,"რა ლამაზი ხარ!" "ვინ იტყვის რომ შენ ერთი თვის უკან ოპერაცია გაგიკეთეს!" "ლილიანა ძლივს გიცანი,როგორი კარგი ფერი გაქვს!" ხოო შევიცვალე, აღარ ვტიროდი ჩემი დიაგნოზი გამო, აღარ მომდიოდა ცრემლებ თავისით.აღარ მქონდა მოწყენილი სახე. მე შევძელი ფეხზე მყარად დგომა.დავარწმუნე საკუთარი თავი ,რომ წაგებული ბრძოლა,ომის წაგებას არ ნიშნავს.ვირწმუნე,რომ წინ უამრავი ბედნიერი დღე მელოდა,რომ წინ ცხოვრების კიდევ ბევრი ეტაპია. ახალი საფეხურები მაქვს ასავლელი ცხოვრების კიბეზე ახალი მიზნებით და გეგმებით.
შეიძლება გაიფიქროთ,ა სეთ რთულ სიტუაციაში რთულია დაისახო მიზანიო. გეთანხმებით ძალიან რთულია,მაგრამ სწორედ ეს მიზნები გვხდიან ისეთებს ,როგორებიც ახლა ვართ. ისევ რომ ვიღიმით,გულიდან რომ ვიღიმით თან. ისეც გვიხარია,ესეც გულიდან ... და ბოლოს თვალებიც გვიბრწყინავს,ისე არა როგორც ადრე,უფრო მეტად,იმიტომ რომ ვისწავლეთ ბედნიერი წამების დაფასება და შეგრძნება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი