...ARASDROS GINANEB...
მე ანანო ვარ.ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო,სულ რაღაც ორი თვეა.გადაწყვეტილება თავად მივიღე,გერმანიაში გადავდივარ საცხოვრებლად რამოდენიმე წლით. დღეს 18 აპრილია.ათი წუთია,რაც თვითმფრინავი აფრინდა.ჩემს გასაცილებლად,არავინ მინდოდა წამოსულიყო,ერთადერთი მეგობრის გარდა.მასთან ბავშობიდან ვმეგობრობ.ჩემს ირგვლივ,ყველამ იცის,რომ ჩემი წასვლის მიზეზი, მეგობრის მიწვევაა,რომელსაც ძალიან მოვენატრე. ხუთი წელია არ ვუნახივარ და თავისთან დამპატიჟა ორი თვით. სამსხურიდან შვებულება ავიღე.ჟურნალისტი ვარ.ერთ-ერთ ჟურნალში ვმუშაობ. ყველა მილოცავდა,ამბობდნენ ასეთი შანსი ყველას არ ააქვს,არაფეეი გეხარჯება და დასასვენებლად მიდიხარო. სინამდვილეში კი ყველაფერი,სულ სხვანაირადაა. ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილია.ჩემი სურვილით რამოდენიმე წლით მივდივარ საქართველოდან.ეს ერთდროულად გაქცევაცაა,გადარჩენაც,გმოსავლიც და სწორი არჩევანიც,არსებულ ვარიანტებს შორის. მე ორსულად ვარ.ჩემს სხეულში ცოცხლობს მეორე სიცოცხლე,ჩემი შვილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ამიტომაც ვახსენე. მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ.8 წელია ჟურნალისტი ვარ. კარგი ანაზღაურება მქონდა ყველგან სადაც ვმუშაობდი. მარტო ვცხოვრობ წლებია.დამოუკიდებელი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია. საკუთარი თავის იმედად ვარ ყოველთვის. სამი ოთხი მეგობარი მყავს,აი ისეთი ნამდვილს რომ ეძახიან.სწორედ ერთ-ერთ მათგანთან მივდივარ ახლაც. თავად ვთხოვე დახმარება. ალბათ ახლა რომ შეგეძლოთ მკითხავდით:„სადაა ბავშვის მამა?“ მან არ იცის ბავშვზე,მე გავიქეცი მისგანაც... მე და თორნიკემ ერთმანეთი ერთი წლის წინ რესტორანში გავიცანით.მე ჩემი მეგობრის,ის კი გვერდით მაგიდასთან, თავისი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა.როგორც შემდეგ მითხრა,დამინახა თუ არა მოვეწონე.მოვიდა ჩემთან და მთხოვა ვიცეკვოთო. დავთანხმდი და ასე დაიწყო ყველაფერი. რამოდენიმე დღეში, ისევ შევხვდით.ეს შეხვედრა არ იყო არც რესტორანში არც ბარში და არც ისეთ ადგილას,სადაც ცდილობენ ერთმანეთზე შთაბეჭდილება მოახდინონ.ჩვენ ერთმანეთს პატარა და მყუდრო კაფეში შევხვდით.ყავა დავლიეთ და მერე ბევრი,ბევრი ვისეირნეთ ფეხით, ვლაპარაკობდით და ორივეს გვეტყობოდა,ასე სრულიად უბრალოდ,ყოველგვარი გეგმების და მიზნების არსებობის გარეშე ორი ეეთმანეთზე მიჯაჭვული ადამიანი გავხდით. ყოველი დღე ეეთმანეთით იწყებოდა და მთავრდებოდა. სიგიჟემდე მიყვარს თორნიკე და მასაც ვიყვაარვარ,მაგრამ მე დღეს მისგან გამოვიქეცი და თან ჩვენი შვილი წამოვიყვანე. თორნიკე მესამე კურსის სტუდენტია.ბიზნეს მენეჯმენტზე სწავლობს. ერთადერთი შვილია მშობლებისთვის,რომელზედაც ამყარებენ ცხოვრების გეგმებს. არც მე და არც თორნიკეს არასოდეს შეგვქმნია პრობლემა ჩვენი ასაკობრივი სხვაობის გამო.მე პირიქით,ვხუმრობდი კიდეც,ვინ დიდია და ვინ პატარა ჩეე ხვდებითთქო. სამსახურის შემდეგ,ყოჩელთვის ერთად ვატარებდით დროს. ოთხი თვის მერე ,თორნიკემ გადაწყვიტა და მშობლებს უთხრა, რომ შეყვარებული იყო. დაიმტერესდნენ ვინ ვიყავი, შევეფერებოდი თუ არა.როგორი ოჯახიდაან ვიყავი,მისაღები თუ ვიყავი მათი ოჯახისათვის. მათ უარყოფით მოლოდინსაც კი გადააჭარბა ,იმან რაც სიმართლე იყო. მე ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჩვეულებრივი ადამიანების წრიდან, ჟურნალისტი,რომელიც მათთვის არასაპატივსაცემო პროფესიად ითვლებოდა,„უპატრონოდ მიგდებული“ ,როგორც ისინი მიწოდებდნენ და პლიუს ამას,თორნიკეზე 7 წლით უფროსი.პირდაპირ,თორნიკეს გრძნობების გათვალისწინების გარეშე,მიიღეს გადაწყვეტილება.ჩვენ უმდა დავშორებულიყავით... თორნიკეს უთხრეს,რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე უნდა დავეთმე. თორნიკემ კატეგორიული უარი განაცხადა ეს არ მოხერხდება, ან მე და ანანო ერთად ვიქნებით,ან თქვენს შვილობაზე ვამბობ უარსო. ანას არ მოელოდნენ მისი მშობლები. ის ყოველთვის მათი მორჩილი შვილი იყო. ეს ქმედება კი მისას არ ჰგავდა. თორნიკემ ნივთები ჩაალაგა და წამოვიდა სახლიდან.მეგობართან გადავიდა სახცოვრებლად. ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე.მანამ კი სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი ჩვეულებრივად გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ჩემთვის არ უთქვამს არაფერი. კი ვამჩნევდი ,რომ თითქოს რაღაც ისე არ იყო.რამდენჯერაც ვკითხე,იმდენჯერ რაღაც უაზროდ მიკიბ-მოკიბა თუ რა მიზეზით იყო უხასიათიდ. 1 თვე მალავდა სიმართლეს,სრულიად შემთხვევით გავიგე. ჩემთან იყო,ფილმს ვუყურებდით ამ დროს მესიჯი მოვიდა. საბა სწერდა,გასაღები დაგრჩენია სახლშიო. შემთხვევით წავიკითხე მესიჯი.ვკითხე ეას ნიშნავდა ეს სიტყვები. აი მაშინ კი ვეღარ დამალა და მომიყვა ყველაფერი... გავვოცდი,გავვოგნდი,გამიკვირდა,მეწყინა,მეტკინა, გულში რაღაც ჩამწყდა. ერთდროულად ერთმანეთის მსგავსი ემოციები მეუფლებოდა და თანდათან ცრემლებით დამენამა თვალები. ჯერ უხმოდ ვტიროდი,რამოდენიმე წამი.მერე კი როგორც ნადირმა,ჩემთვისაც კი უჩვეულოდ დავიღრიალე საშინელ ხმაზე. ეს ხმა გულიდან,სხეულიდან და ტვინიდან ერთდროულად ამოვუშვი. მახსოვს რა ძალით დავიღრიალე და გონება დამეკარგა... გონზე რამოდენიმე წუთის შემდეგ მოვედი.თვალები გვახილე და თორნიკეს საოცრად დაბნეული და შეშინებული თვალები დავინახე. წამოვიწიე და ჩავეხუტე მთელი ძალით,მთელი ძალით რაც კი იმ მომენტში,ჩემს სხეულში იყო. თითქოს გაჩერდა სამყარო. დრო გაიყინა.მიმდოდა ამ დღეს,ამ წუთას და ამ წამს დასრულებულიყო სიცოცხლე. საკუთარი თავი ვაიძულე მელაპარაკა. -თორნიკე რა უნდა ვქნათ?! რას ვაპირებთ?!როგორ დავიცვათ ჩვენი სიყვარული?! ვთქვი და ისევ ავქვითინდი. -ნუ ტირი გთხოვ! გამოსავალს მოვძებნი,რამეს მოვიფიქრებ აუცილებლად. ღამე თორნიკე ჩემთან დარჩა,მე ვტიროდი,ის კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მეორე დილით უფრო მშვიდათ ვგრძნობდი თავს,მაგრამ როგორც კი გამახსენდა ჩემი.პრობლემა,თითქოს სისხლი გამეყინა ძარღვებში. თორნიკეს შევთავაზე ,იქნებ დაბრუნდე სახლში და შენები შეაგუო ან თუ არ გამოვა ეს ყველაფერი,მერე მოვიფიქროთ რამეთქო. ვერ დავითანხმე. არა,მე უკვე გავაკეთე არჩევანი და ჩემს არჩევანს ეცი პატივიო. გავჩუმდი რადგან ნე ამირჩია,მე და არა თავისი მშობლები. ხმა როგორღა უნდა ამომეღო?! ასე გავიდა 2 თვე. ისევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი და უფრო მეტადაც,რადგან ჩვენი სიყვარული უნდა დაგვეცვა. ერთ დღეს,როდესაც თორნიკე ჩემთან ამოვიდა ვიცინოდით,ვერთიბოდით, ვხუმრობდით და აღარც კი გვახსოვდა ჩვენს სიყვარულა, რომ ებრძოდნენ. სრულიად მოულოდნელად მკითხა: -ანანო შენთან გადმოვალ საცხოვრებლად,რას იტყვი ამაზე? -ამაზე არ მიფიქრია,მერე ეს რა იქნება ქორწინება? ისინი ხომ ჩვენი ქორწინების წინააღმდეგნი არიან... -ერთად ვიცხოვროთ,რაც გინდა დაარქვი ამას. -და როდის გადმოხვალ თუ დაგთანხმდი? -თუ დამთანხმდი ხვალვე. -თანახმა ვარ.ვთქვი და ჩავეხუტე. თორნიკეს სახე გაუნათდა,თვალები გაუბრწყინდა. ალბათ ამას არ ელოდა ჩემგან,რომ დავთანხმდებოდი.ცოტახანს კიდევ დარჩა ჩემთან,მერე მითხრა: -წავალ,ჩავალაგებ ბარგს.ხვალიდან კი ვეღარსდ გამაგდებ,სულ შენთან ვიქნები... მაკოცა და ბეშნიერი ღიმილით დაეშვა კიბეებზე.კარი მივხურე,ზურგით მივეყრდენი და დავფიქრდი. სწორედ მოვიქეცი, რომ დავთანხმდი.ალბათ სწირდ მოვიქეცი. მეც არ შემეძლო თორნიკეს გარეშე ცხოვრება. გავუღიმე საკუთარ ფიქრებს და დასაძინებლად დავწექი. უკანასკნელი ღამე იყი მარტო, რომ ვიძინებდი. ხვალიდან თორნიკეს გვერდით დავიძინებდი და აღარასოდეს,აღარ გამეღვიძებოდა მარტოს.. კარგად გამოძინებულს კარგ ხასიათზე გამეღვიძა.შაბათი დღე იყო.საათს რომ დავხედე ათი საათი იყო დაწყებული.თორნიკე გადმოდის დღეს. წამოვიწიე საწოლიდან და ფანჯარაში გვიხედე.მზე ანათებდა.ამან კიდევ უფრო გამახარა.წამოვხტი,კარადის უზარმზარ სარკის წინ დავტრიალდი,მერე საკუთარ გამოსახულებას გავუღიმე და გავიფიქრე, „მართალი უთქვმთ,ქალს სიყვარული ალამზებს". კმაყოფილი სამზარეულოში გავეშურე, ყავა ჩავყარე ჯეზვეში და ტელეფონის მოსატანად გავედი ისევ საძინებელში.თორნიკეს არც ნარეკი დამხვდა არც მესიჯი.ალბათ ეძინა ისევ.ამასობაში ყავა ადუღდა ,ჩემს საყვარელ ფინჯანში დავისხი და გაციებას დაველოდე.დილით ერთგვარი რიტუალი მქონდა ყავის სმის, პიჟამოებით სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი ვსვავდი ყავას,გავყურებდი ქუჩას და ვაწყობდი დღის გეგმებს. ამ ყველაფრის მერე,ენერგიით სასვე ვიწყებდი დილას.ეს დღეც ასე დავიწყე. მერე შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და კარადაში თორნიკეს ნივთებისთვის ადგილის გათავისუფლება დავიწყე. აქამდე თითქოს ვერც ვატებდი ჩემს ნივთებს ,დღეს კი ნახევარშიც მშვენივრად დავტიე. ამასობაში თორნიკეც მოვიდა.კარი რომ გავაღე მის დანახვამდე, ორი დიდი ჩემოდნი დავინახე. ამან გულიანად გამაციმა. მიხვდა რატომაც ვიცინოდი და თვითონაც ამყვა.მერე ოთახში შევიტანეთ ჩემოდნები და ამოვალაგეთ,თაროები ერთმანეთის მიყოლებით ივსებოდა. მიხაროდა ეს დღე,ეს წუთები.ეს შეგრძნებები. კაეადის კარი დავხურე,თორნიკე საწოლზე იყო ჩამომჯდარი.მივედი გვერდით მივუჯექი,ხელები მოვხვიე,თავი მხარზე დავადე და ჩავილაპარაკე. დღეიდან შენთან ერთად,შენით ვიწყებ ცხოვრებას.გავუღიმე,მერე ყელში ვაკოცე და ვუთხარი „დროა ვიზრუნო თქვენზე,სადილად დპატიჟებთ".ჩავკიდე ხელი და გეზი სამზარეულოსაკენ ავიღე.გემრიელად ვისადილეთ.უსაზღვროდ ბედმიერი ვიყავი მასთან ერთად.მთელი დღე მხიარულად გავატარეთ,ვიციოდით ყველაფერზე,ყველაზე და ერთმანეთზეც კი.დრო ისე გაგვეპარა ვერც გავიგეთ, სამზარეულოში გავედი,კართოფილის თლა დავიწყე,ის კი ლეპტოპთან დავტოვე.ზუსტათ 2 წუთში ლეპტოპთან ერთად დამადგა თავზე.ჩვენი საყვარელი სიმღერა ჩართო და შემომთავაზა მოგეხმარებიო. დავთანხმდი ჩემდა გასაკვირად,არ მიყვარს როცა რაღაცას ვაკეთებ და მეხმარებიან,ამ დროს უფრო ხელს მიშლიან და ეს მაღიზიანებს,დღეს კი დავთანხმდი თორნიკეს.ესეც ჩემი პირველი ცვლილება ჩემში. კარტოფილი შევწვი,მაცივარშიც მქონდა რაღაცეები და მაგიდა გავაწყვე.გემრიელად ვივახშმეთ,მერე მე ჭურჭელი დავრეცხე,ის კი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი მიყვებოდა ხან რას,ხან რას. სამზარეულოდან მისაღებში, დივანზე მოვკალათდით,მე ვიჯექი მას კი ჩემს კალთაზე ედო თავი აგრძელებდა მხიარული ამბების მოყოლას.ამდენი სიცილისგან დაღლილს დამამთქნარა.თორნიკე წამოიწია მომაშტერდა და გაოცებული სახით მკითხა: „შენ რა გეძინება უკვე?!" ვუთხარი რომ არ მეძინებოდა,მაგრამ მისმა სიტყვებმა გამახსენა რომ საწოლისთვის თეთრეული უნდა შემეცვალა.საძინებელს მივაშურე და საქმეს შევუდექი.მერე კარადიდან ტანის ტილო გამოვიღე და თორნიკეს გავუტანე, რომელიც ცოტხნისწინ მთხივა.აბაზანაში შევიდა,მე კი დივანზე ჩამოვჯექი, ფიქრებში წავედი,ჩვენი პრობლემა გამახსენდა.საშინელი შეგრძნებაა,როდესაც შენი საყვარელი ადამიანის მშობლებისთვის არასასურველი ხარ. იმდენად არასასურველი, რომ საკუთარ შვილსაც შორდებიან ამის გამო. ხანდახან ვფიქრობ,რომ დაინტერესებულიყვნენ და თუნდაც ერთხელ, ერთად ვენახეთ მე და თორნიკე იქნებ საერთოდაც შესცვლოდათ აზრი. ფიქრებიდან თორნიკეს ნათქვმმა გამომარკვია. ძალიან მიყვარხარ, მითხრა და შუბლზე მაკოცა. დივანზე გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს პირველად ჩამეხუტა. დამბურძგლა, მთელი სხეული გამითბო,რაღაც უცნაურმა შეგრძბენებმა.უფრო მეტად მივეხუტე ,სუნთქვა გამიხშირდა , საკუთარ შეგრძნებებს და სურვილებს დავყევი.დივნიდან თორნიკეს კალთაში გადავინაცვლე და თორნიკეს თბილ ტუჩებს შევეხე ოდნავ. რამდენიმე წამში ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. ყველგან თორნიკეს თითებს,ტუჩებს,ხელებს ვგრძნობდი. მოულოდნელად ჰაერში აღმოვჩნდი.თორნიკეს ხელში აყვანილი ვყავდი,სულ ვფიქრობდი,რომ ასეთ მომენტში დავარდნის შემეშინდებოდა. ახლა კი თორნიკეს მკლავებზე ისე დაცულად ვგრძნობდი თავს როგორც არასდროს. საძინებლის კარი გააღო მივხვდი, და საწოლზე ისე ფრთხილად დამსვა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი. საერთოდ დავკარგე რეალობის აღქმის უნარი.მხოლოდ თორნიკეს ხელებს,ტუჩებს,ყურში მოჩურჩულე სიტყვებს და ყველაზე ჭკუიდან შემშლელს, თორნიკეს სუნს ვგრძნობდი. ის ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი. თორნიკეს ჩავეხუტე და ჩამეძინა. გამეღვიძა და თვალების გახელამდე,ჩემს ზურგს უკან თორნიკეს მშვიდი სუნთქვა ისმოდა. ეს ყველაზე იდეალური დილა იყო ჩემს ცხოვრებაში. მთელს სხეულზე ისევ მის თითებს ვგრძნობდი.ჩემს სხეულს მისი სუნი ასდიოდა,ის იყო ერთადერთი ურომლისოდაც სიცოცხლე არ შემეძლო. მისი ერთი ღიმილი სამყაროს მიფერადებდა. გულს მითბობდა,ყველაფერს მავიწყებდა და მხოლოდ მისთვის ცხოვრებას მანდომებდა. მე ის სიგიჟემდე,ჭკუიდან გადასვლამდე მიყვარდა ვგრძნობდი. გადავბრუნდი მისკენ და ტუჩის კუთხეში ვაკოცე.გაეღიმა,თვალები გაახილა და გულში ჩამიკრა. ბევრს არასდროს ლაპრკობდა.თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რას ფიქრობდა,რა უნდოდა,რას გრძნობდა. მისი უსიტყვოდ მესმოდა. ის ჩემი ნაწილი იყო მე მისი. ჩვენი ყოველი დღე პირველს ჰგავდა,ჩემი ყოველი დილა თორნიკეთი იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა.საუზმედ,სადილად,ვახშმად მხოლოშ იმას ვამზადებდი რაც მას უყვარდა. ისე გადავანაწილე სამსახური და პირადი ,რომ დროის უმეტესი ნაწილი მე მეკუთვნოდა,მე ასე შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით.გვიხაროდა ერთმანეთი და ერთად. ჩვენამდე მოდიოდა ამბები,თუ როგორ ვძულდი თორნიკეს დედ-მამას.როგორ ამბობდნენ ჩემზე,რომ მათი ცხოვრების კოშმარი გავხდი. ვიგებდი,მესმოდა ,მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. ჩემს ბედნიერებას არაფრის და არავის გამო არ დავთმობდი. ერთ დღეს ჩემი და თორნიკეს სამეგობრო შეიკრიბა ჩვენთან.მხიარული და სასიამოვნო საღამო იყო. სამზარეულოდან შემოვედი ტკბილეული მეკავა,ინსტინქტურად ოთახში თორნიკე მოვათვალიერე,ვერ ვიპოვე. თვალი გავაყოლე სილუეტებს და თორნიკე ჯაბასთან ერთად აივანზე ვიპოვე. ჯაბა თორნიკეს ბავშობის მეგობარის,ხშირად გვსტუმრობდა და მეც ძალიან შემაყვარა თავი. დავინახე თუ არა,უკვე ოთახისკენ წამოვიდნენ ორივე. თორნიკეს სახეს შევხედე და გავშეშდი,მის თბილ სახეს ტკივილი,დარდი და საოცარი სასოწარკვეთა ეწერა ერთდროულად. იმ წუთასვე მივხვდი რაღაც ისე არ იყო,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ყველა წავიდა.ოთახი მივალაგე,თორნიკე სააბაზანოში შევიდა,მეც შევყევი. -რა გჭირს? რა გითხრა ჯაბამ? -დედაჩემი ცუდად გამხდარა,ექიმთან წასულა და სარკომა აღმოაჩნდა.ჯაბამ შემთხვევით გაიგო დღეს დილით და წეღან მითხრა. -მერე ადექი და წადი,ნახე და დაელაპარაკე. მიუხედავად ყველაფრისა დედაშენია. -და შენ არ გეწყინება? საოცრად სევდიანი თვალებით შემომხედა. -არა,არ მეწყინება.თუ გინდა ეხლავე წადი. -არა,ხვალ წავალ და ვნახავ. დილით მე სამსახურში წავედი,თორნიკე კი დედამისთან წასასვლელად ემზადებოდა. სახლიდან გასვლის წინ ვაკოცე,ჩავეხუტე და საღამომდეთქო დავემშვიდობე ჩემი ჩვეული ღიმილით.მანაც გამიღიმა,მაგრამ ეს ღიმილი იძულებითი იყო. ღამითაც სულ წრიალებდა,ეს მისთვის უჩვეულო იყო.ღამითვე მივხვდი რამდენად განიცდიდა ამ ამბავს. საღამოს თორნიკე სახლში დამხვდა,როდესაც დავბრუნდი. -რაო,როგორაა დედაშენი? კარი გავაღე თუ არა პირველი ეს ვკითხე. -ცუდად.ქიმიას იკეთებს უკვე და რამოდენიმე ქიმიის შემგედ,ისევ ანალიზებს გაიკეთებს. - როგორ შეგხვდა? ხომ არ იჩხუბეთ? -არა არ გვიჩხუბია. კარგად შემხვდა, არ მელოდა,გაუხარდა რომ დამინახა. -ძალიან მიხარია. კარგად იქნება არ ინერვიულო.მივედი ვაკოცე და ჩავეხუტე. მეც და თორნიკესაც ჩახუტება ყველაზე მეტად გვამშვიდებდა როცა რაღაცა გვიჭირდა,განვიცდიდით და ვნერვიულობდით. ასე ყოველ დღე დადიოდა თორნიკე დედასთან,საღამოს კი ჩემთან,ჩვენს სახლში ბრუნდებოდა. ყველაფერი რიგზე იყო თითქოს.არაფერი შეცვლილა,ჩვეულ რიტმში ვცხოვრობდით. ერთ დღეს თორნიკე გამოცდიდან დაბრუნდა და მითხრა: -დღეს საღამოს გვიან მოვალ,დედაჩემს უნდა გავყვე ქიმიაზე. - კარგი,დაგელოდები.გავუღიმე და ჩემი საქმე განვაგრძე,რასაც ვაკეთებდი. თორნიკე გავიდა თუ არა,რაღაცნაირად თითქოს სუნთქვა გამიჭირდა. სადღაც სულთან თუ სულში ვიგრძენი ტკივილი. მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. ყოველი წამი ჩემი ცხოვრების,მისით იყო სავსე და ფერადი. გვიან დაბრუნდა მართლაც. მე უკვე მეძინა. ჩუმად დადიოდა,რომ არ გავეღვიძებინე, მაგრამ მე გავიგე მისი ნაბიჯების ხმა.ფრთხილად დაწვა,რომ არ მეგრძნო მოძრაობა,გადმოვბრუნდი მისკენ და გავუღიმე. -რაო?როგორაა? -კარგად. ბოლო ქიმია იყო. -ხო ვიცი.იმდღესაც მითხარი ,რომ ერთი ჰქონდა დარჩენილი. -ძალიან დავიღალე,დავიძინოთ.მაკოცა და თვალები დახუჭა. მეც ჩამეძინა.. ყოველი დღე ერთნაირი იყო.მე სამსახურში,თორნიკე ჯერ უნივერსიტეტში,მერე დედასთან,საღამოს კი ჩემთან მოდიოდა.ათი დღის შემდეგ ანალიზებზე წაიყვანა დედამისი.საღამოს რომ მოვედი დივანზე იჯდა სრულიად წაშლილი სახით. -რა გჭირს? რატო ხარ ასე? -ქიმიამ შედეგი ვერ გამოიღო. -უი... გავშრი,ვერაფერი ვერ ვთქვი მეტი. -აზრი აღარ ააქვს ცდას კიდევ სხვა ქიმიის შედეგის. ექიმმა თქვა უარესად დააჩქარებს პროცესს ზედმეტი ქიმიის დოზაო. -ანუ? -ანუ ის რომ ვერაფერს შევცვლით.თქვა და თვალები მოუცრემლიანდა.მიჩედი ჩავეხუტე და მეც ტირილი დავიწყე. -ანანო დედაჩემს უნდა,სანამ ცოცხალია მეც მის გვერდით ვიყო.იქ დავრჩები ზოგჯერ,შენ ხომ არ გეწყინება?! -არა,არ მეწყინება.რატომ უნდა მეწყინოს. -ვიცოდი გამიგებდი.მითხრა და ჩამეხუტა. დადიოდა თორნიკე ისევ დედასთან.ხან ორი დღე ისე გადიოდა ვერ ვნახულობდი,მაგრამ როგორღაც ვეგუებოდი,ეს ხომ ჩემი არჩევანი იყო. მე დავთანხმდი ამ ყველაფერზე,ასე რომ ყოფილიყო. ერთ საღამოს როცა ჩემთან დარჩა,რაღაცნაირად ნერვიულობდა. -რა გჭირს? აფორიაქებული ხარ. -მე ხვალ ჩემს ზოგ ნივთს სახლში წავიღებ,წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -არა... ვთქვი და შინაგანად გავიყინე. -ორი თჩე დარჩაო,ექიმმა თქვა და მთხოვა ყოველი წამი ერთად გავატაროთო. -კარგი.არ არის პრობლემა.იმედია ეს ორი თვე სიმართლე არ აღმოჩნდება და კიდევ დიდხანს იცოცხლებს. გავუღიმე მაგრამ ,ვაი ამ გაღიმებას. თორნიკე მეორე დილით წავიდა.ჩაალაგა და წავიდა. ჩემი სული,გული და ნახევრი სიცოცხლე თან გაჰყვა.უნდა შევგუებოდი ამ განშორებას ვერაფერს შევცვლიდი.ეს იყო ჩვენი სიყვარულის გამოცდა.უნდა გამეძლო,მისი არ ყოფნისთვის.თუნდაც რამოდენიმე თვე.ეს არც დაშორება იყო არც ერთად ყოფნა.არც კი ვიცი რა იყო. ერთადერთი შეგრძნება მქონდა,სიცარიელის. სამსახურს უმიზეზოდ ვერ გავაცდენდი,დავდიოდი მაგრამ აბსოლიტურად გათიშული ვიყავი. არ ვჭამდი,არ მეძინა,არ ვრეაგირებდი არაფერზე.ერთადერთი წყალი იყო ჩემი მასულდგმულებელი. ორი დღე გავიდა ისე ვერც გავიგე. მესამე დღეს რაგაც შინაგანმა სიცხოვლემ გამაღვიძა.თვალები გავახილე და ყველაფერი დატრიალდა. წამოვხტი და საპირფარეშოში გავიქეცი. მაღებინა, მაგრამ არც არაფერი ამოდიოდა ნერწყვის და წყლის გარდა. ნერვიულობის დროს ასე მჩვევია,სპაზმი მაქვს და ღებინება მეწყება. დღის განმავლობაში ოთხჯერ მაღებინა.საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. შაბათი დაემთხვა და არც წამოვმგარვარ საწოლიდან.კვირასაც იგივე დამემართა.ავდექი,ჩავიცვი და აფთიაქში ჩავედი.ვთხოვე რაიმე მოეცათ ღებინების საწინააღმდეგო.ფარმაცევტმა კი გადმოიღო წამალი, მაგრამ თან დააყოლა ,იქნებ ორსულობის ტესტი გეყიდათ.იქნებ სხვა მიზეზით გაღებინებთ. პატარა ნაწილებად დამეშალა თითქოს სხეული ისე ვიგრძენი.დიახ მომეცით ტესტიც.ძლივს ამოვილუღლუღე.სახლში ამოვედი და პირდაპირ საპირფარეშოში შევედი.5 წუთი ხუთ საუკუნედ იქცა.ამ დროში მილიონი კითხვა დავსვი და ვუპასუხე. ტესტზე დაშტერებულს თვალები ამიჭრელდა.ძლივსღა ვხედავდი. საათს დავხედე ,დრო გასულიყო. ხელები გაყინული მქონდა,მთელი სხეული მიკანკალებდა. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. არც ვიცი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა.ერთადერთი ვიცოდი, უნდა დამეძინა რომ დამშვიდებული გონებით მეპოვა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან... რომ გამეღვიძა ღამის თორმეტი საათი იყო. ისე გავთიშულვარ მთელი დღე მძინებია. წამოვიწიე საწოლიდან,საშინლად მწყუროდა.წყალი დავლიე. ცივმა წყალმა გამომაფხიზლა. ჩავფიქრდი იქნებ დამესიზმრა,მაგრამ არა,ეს სიზმარი არ იყო.ეს ჩემი რესლობა იყო. მე შვილს ვატარებდი სხეულით, ჩემი და თორნიკეს შვილს. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი,ამიტომ იმოქმედა ასე ამ ამბავმა. პირველი რაც უნდა გამეკეთებინა,ექიმთან ვიზიტი იყო.უნდა გამეგო რამდენი კვირის ვიყავი.მეორე საკითხი,თორნიკე იყო.როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი,ამ შეუფერებელ მომენტში.რა იქნებოდა მისი რეაქცის. ეწყინებოდა თუ გაუხარდებოდა. სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით ალბათ მის სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა,ახლა კი არც კი ვიცოდი უნდა სცოდნოდა თუ არა. ფიქრებში ავირიე და ისევ ჩამეძინა. დასვენებული გონებით გამეღვიძა, ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტზე ჩავეწერე, 2 საათზე აღმოჩნდა თავისუფალი ექიმი. მაწყობდა დამსახუში გავლასაც ვასწრებდი და არც დღის გეგმები მეცვლებოდა. გავემზადე და წავედი. კლინიკის კარი შევაღე თუ არა უამრავი ორსულ ქალს ერთდროულად გადააწყდა ჩემი მზერა.გეზი რეგისტრსტურისკებ ავიღე,ჩეკი და კაბინეტის ნომერი მომაწოდეს.გამოვართვი და კაბინეტის ნომრის ძებნას შევუდექი. ადვილად ვიპოვე.ჩამოვჯექი და ჩემს ნომერს დაველოდე.მალევე შევედი. -გამარჯობა. დაბრძანდით.მომესალმა ახალგაზრდა გოგონა. -გამარჯობა.გავუღიმე და ჩამოვჯექი. -ექიმი ახლავე შემოვა გამიღიმა კვლავ. რამოდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ ექიმიც მოვიდა. რამოდენიმე კითხვა დამისვა.ძირითადად ისეთი,ორსულ ქალებს რომ უსვამენ. მერე სისხლის საერთო ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა მთხოვა გამეკეთებინა. ანალიზმაც დაადასტურა ორსულობა. ბავშვის გულისცემაც მოვისმინე.ისე სწრაფად ურტყავდა. ჩანაწერს თვალი გადავავლე,სამედიცინო ტერმინებით იყო ფურცელი აჭრელებული.ერთადერთი რაც გავიგე ჩემი პატარა,7 კვირის იყო.16 მილიმეტრი და მისი გულისცემა 145 დარტყმა იყო წუთში. გამოკვლევის პასუხები ექიმთან შევიტანე. პასუხები მოეწონა და მითხრა ჯანსაღი საკვები მიმეღო,რძის პროდუქტები და იოდოფოლი. ქუჩაში გამოსულს მიხაროდა,მეშინოდა,ვნერვიულობდი რა უნდა მექნა,როგორ მოვქცეულიყავი. თორნიკესთვის როგორ მეთქვა. სახლში რომ დავბრუდი მეგის დავურეკე,ჩემს უახლოეს მეგობარს და მოვუყევი,რაც ხდებოდა. გაუხარდა მაგრამ მირჩია ცოტახანს არ თქვააო.მეც ასე მიმაჩნდა სწორად. მეგის დავემშვიდობე და ჩემ საქმეებს მივუბრუნდი.ტელეფონმა დარეკა,თორნიკე რეკავდა.საღამოს შემოგივლიო. ავფორიქდი,არასდროს მომიტყუებია,დღეს კი უნდა მეთამაშა. კარზე ზარი იყო.გავაღე და უზარმაზარი გვირილების თაიგულს შევეჩეხე.თორნიკე არც ჩანდა. ჩამოსწია თაიგული და გამიღიმა,თან დააყოლა„რაღაც სხვანაირად ლამაზია,ქალი ვისაც უყვარს გვირილები!“ - მადლობა! გამოვართვი ყვავილები და ჩავეხუტე.მისი სუნი მომნატრებოდა,მისი შეხება,ხმა,ხელები,თითები,სიტყვები. ვიცოდი ის ერთადერთი იყო,ვერასდროს ვერავინ შეცვლიდა. -მომენატრე.როგორ ხარ? -კარგად,შენ? მეც მომენატრე. არ გშია? შენ რომ გიყვარს ისე შევწვათ კარტოფილი. -კაი მინდა. სხვა რა ხდება სამსახურში? ვერ ვრეკავ ვერც გწერ.მთელი ჩემი დრო შენს გარდა ყველას გავუნაწილე. -არსუშავს.მენატრებიხოლმე მაგრამ გავუძლებ. სხვას ჩემზე მეტად სჭირდება შენთან ყოფნა.ვთქვი და გავიღიმე. -ვერაფერს ვცვლი.დამნაშავე ვარ ვიცი.გამისავალს ვერ ვპოულობ.სადღაც შუა გზაში გავიჭედე. - რამე იქნება.გამოსავალს ვიპოვით ან შენ ან მე. მომეხმარე,თეფშები გამოიღე კარადიდან რაა. -როგორც მიბრძაბებთ! მაკოცა და მაგრად ჩამეხუტვა,აი ისე მე რომ მჩვევია,გაგუდვამდე. -გაგჭყლიტო? -მიდი აბა! ვუთხარი და გადავიხარხარე. ჩამეხუტა,ძალიან მაგრად,ძალიან ძლიერად და მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ დროს. არ ვიცი მართლა დღეს ჰქონდა განსაკუთრებული გემო თუ ,მე მომეჩვენა სხვანაირად გემრიელი ჩვენი ვახშამი.მერე ჩაი დავლიეთ.ეს ჩვენი ცხოვრების რიტუალი იყო. -დარჩები? -ხვალ გამოცდა მაქვს. -ააა,მეც არ ვთქვი რატო მოდისთქო?გავიცინე.მე ხომ შენი თილისმა ვარ.მაღალი ქულა გინდა მიიღოო? გავუღიმე და კისერზე შემოვხვიე ხელები. -მიმიხვდი ოინებს?! -როდის მერე არის, შენს ყველა ჩანაფიქრს ,რომ ვეღარ ვხვდები?! გავბუსხე ტუჩები.მიყვარდა ასე განაწყენებულს რომ ვაჩვენებდი თავს. - წავალ ეხლა და გამოგივლი.არ მოიწყინო.უშენოდ მაინც არაფრად ვვარგიგარ.თვალი ჩამიკრა და კიბეებს ჩაუყვა. წავიდა და თითქოს გაიყინა მთელი სახლი.მივალაგე სამზარეულო,ჩაი დავისხი და დივანზე ჩამოვჯექი. თითქოს სიცარიელე იყო ირგვლივ,მაგრამ ამ დროს გამახსენდა ჩემი პაწაწინა იმედი.ჩემი ხვალინდელი დღე,ჩემი ცხოვრების მიზანი,ჩვენი შვილი.ფრთხილად მოვეფერე თითებით,გავიღიმე და გავიფიქრე,ნეტავ ბიჭი ხარ თუ გოგო.დედიკოს ჰგავხარ თუ მამიკოს. პირველს დედას იტყვი თუ მამას. ჩაი დავლიეთ,ეხლა დავიძინოთ ,გვიანია.ერთხელ კიდევ მოვეფერე თითის წვერებით და დასაძინებლად წავედი. ჩემი ყოველი დღე,იმაზე ფიქრით იწყებოდა,თუ როგორ მოვქცეულიყავი.გამოსავლის პოვნა მიჭირდა.თქმა სჯობდა თუ უთქმელობა ვერ ვხვდებოდი. სამსახური,ეს იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც მავიწყებდა ჩემს საფიქრალს.როგორც კი სამუშაო საათები სრულდებოდა,ისევ ისეთი დილემის წინაშე ვდგებოდი. სახლში მოსვაც კი არ მინდოდა. გადვწყვიტე თორნიკესთვის მეთხოვა მოსულიყო. რაღაც გამოსავალი იქნებ მისი ნახვის შემდეგ მეპოვა.კითხვები მქომდა რომელზეც პასუხები მჭირდებოდა. გზიდანვე მივწერე თორნიკეს,თუ შეეძლო საღამოს შემოევლო. დამთანხმდა. მეც ვახშამი მოვამზადე და დავიწყე ლოდინი,როდის მოვიდოდა. დიდხანს არ მომიწია ლოდინმა.კარზე ზარი იყო.გავაღე და თორნიკეს მომღიმარი და სიყვარულით სავსე სახე შემომეგება. გული გამითბა,თითქოს ფრთები შემასხეს.ჩავეხუტე და ჩემი ყველა პრობლემა დამავიწყდა. საოცარი სულიერი კავშირი გვქონდა. -როგორ მომენატრე. ვთქვი და თვალები ცრემლებით ამევსო. -მეც მომენატრე ანო.რა გატირებს ამხელა გოგოს?! მითხრა და მომიღიტინა გვერდებში. გავიცინე და ცრემლებიც გაუჩინარდნენ. -შენი შავი შოკოლადი გამოგიყოლე. -რა კარგი ბიჭი ხარ. ჩემი ყველა სუსტი წერტილი იცი. -ხოო,ვიცი.თან ძალიან კარგად. -მე კი შენთვის ქათამი შევწვი. მაგიდას გავაწყობ,ხომ გშია? - კი,თან შენთან ერთად ვახშამს რა სჯობია. -რა ხდება შენსკენ?დედაშენი როგორაა? -სუსტადაა. -წამლებს იღებს? -მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს. - ძლიერი ტკივილები აქვს? -როდის როგორ,ხან მეტად, ხან ნაკლებად. - მამაშენი? -მამაჩემი ძალიან განიცდის. უჭირს დიაგნოზს შეეგუოს. - ხო,ძნელია როცა შენი საყვარელი ადამიანი ცუდადაა და ვერაფრით ეხმარები. - ჩემს გამხნევებას ცდილობს და თვითონ უარესადაა. - გამაგრდი და გაუძელი. უნდა შეძლო იყო ძლიერი. -შენგან შორს ყოფნა ,ცალკე მასუსტებს და მანერვიულებს. -სხვანაირად რომ არ გამოდის?! -ვცადე შენზე მეთქვა კიდევ ერთხელ,მაგრამ სიტყვის დაწყება არ დამაცადეს,ისე შემაჩერეს. დედაშენი ამის გამოა ცუდად და შენ კიდევ ცდილობ აზრი შეგვაცვკევინოვო,მამაჩემმა არც კი მომისმინა. - კარგი,არ ინერვიულო.მთავარია ჩვენ არ ვიცვლით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას.პრობლემა ყველას აქვს. -ხო მაგრამ,შენ უჩემოდ გიწევს იცხოვრო და ეს მე ძალიან მანერვიულებს.ვიცი განიცდი მარა არაფერს ამბობ. - განვიცდი მარა, რაღაცნაირად გავუძლებ.მიხარია დღეს რომ აქ ხარ.ჩემს გვერდით. - მეც. გინდა ფილმს ვუყუროთ? -კაი.შენ აარჩიე და მე მაგიდას ავალაგებ. თორნიკე ფილმს არჩევდა მე კი ფიქრებმა შემიყოლია. თქმა უადგილოა.უარესად ინერვიულებს.არჩევანს ვერ გავაკეთებინებ დედის სიყვარულსა და შვილის სიყვარულს შორის.მან ჯერ არ იცის,რა არის შვილის სიყვარული.დედამისს კი მის გარეშე ის დარჩენილი სიცოცხლის დღეებიც გაუნახევრდება. ეს ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა.ამიტომ არ უნდა გაეგო ბავშვზე. ფილმს ვუყურეთ,მხიარული საღამო გამოვიდა.მელოდრამა მიყვარს მარა დღეს კომედიურ ჟამრსაც მშვენივრად ვუყურე. ვიცინეთ, იმდენი გულიც კი დაგვეღალა. თორნიკე გვიან წავიდა.ემოციებით სავსემ ტკბილად დავიძინე.სასიამოვნი შეგრძნებები მთელი ღამე გამყვა. ბედნიერი იმ წამით უნდა იყო რაც გაქვს და არა დაგეგმილი წამებით. ბედნიერი ვიყავი,მიუხედავად ჩემი პრობლემის.ეს ჩემი ცხოვრება იყო და მე კმაყოფილი ვიყავი მისით... ჩემი დილა გაღიმებით იწყებოდა. არ მეშინოდა ამ ცვლილების ჩემში. მე დედა ვიყავი. უკვე ვთვლიდი,რომ მის გამო ყველაფერს შევძლებდი.შეუძლებელსაც კი. მიხაროდა რომ ჩემში არსებობდა,ის ვის გამოც ღირდა ჩემი სიცოცხლე. უკვე ვიცოდი თორნიკეს არ უნდა სცოდნოდა,რომ მე ჩვენს შვილს ვატარებდი სხეულით. ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს,დედამისის დარჩენილი დღეები გამენახევრებიმა დარდით. გამოსავლის ძებნაში,თითქმის მივედი დასკვნამდე,რა უნდა გამეკეთებიმა. უნდა წავსულიყავი.თორნიკესგან შორს რაღაც პერიოდი მაინც. ამ დროს თიკო გამხსენდა,ჩემი უახლოესი მეგობარი. ის გერმანიაში ცხოვრობს ,მუშაობს და ვიცი გვერდში დამიდგება, რაც არ უნდა ვთხოვო.გადავწყვიტე საღამოს დამერეკა და მომეყოლა ჩემს გეგმებზე. დღის ბოლოს მოვიკალათე სავარძელში ,გვერდით ჩაი.მოვიდგი და თიკოსთან დავრეკე. -ანო სად დაიკარგე? -მოგიყვები. ძაან მომენატრე,რას ხდება შენსკენ? - მთელი დღე თავდაყირა ვარ. საქმეებში ჩაფლული. თორნიკეს დედა როგორაა? - ცუდად. ქიმიაც შეწყვიტა. - უი რა ცუდია. თორნიკე მოდის ხშირად? -ვეღარ. ვერ ახერხებს. -შენ როგორ ხარ? -ძალიან დაბნეული. ორსულად ვარ. - რა? დაიფიცე? -გეფიცები შენს თავს. 6 ან 7 კვირის ვარ. - ხომ კრგად ხარ? ტოქსიკოზი ხომ არ გაქვს? - იმდენად კარგად რომ ვერც ვგრძნობ ვერაფერს. - თორნიკემ რაო? -არ იცის და არც ვაპირებ თქმას. -რატო? - იმიტომ რომ გაორდება,არჩევანი მოუწევს დედასა და შვილს შორის. ეს კი არასწორად მიმაჩნია.მიმდა მის გვერდით იყოს ბოლო წუთამდე. არ მინდა ინერვიულოს ტყუილად არც მან და არც იმ ისედაც დღეებ დათვლილმა ქალმა. -მაგაში გეთანხმები.რას აპირებ? -ცოტახანს შენთან.მინდა წამოსვლა. რაღაც პერიოდი. - თორნიკეს არ ეტყვი? - ვეტყვი რომ შენთან მოვდივარ.სიმართლეს მერე ვეტყვი,როცა არჩევანს შვილთან ყოფნას და არ ყოფნას შორის გააკეთებს და არა შვილსა და დედას შორის. -ხო ,გეთანხმები.სწორად მსჯელობ. - ბილეთს ვიყიდი და წამოვალ. -კაი,თუ მასე უკეთესად იგრძნობ თავს ჩამოდი. ეხლა წავედი და მერე დაგირეკავ,გამაგებინე ბილეთის ამბებს,რომ გაარკვევ. -კაი დაგირეკავ.გკოცნი. ძილი მომერია. ხვალ უკეთესად გავარკვევდი ყველაფერს თან სამსახურში შვებულების შესახებ განაცხადს გავაკეთებდი. დილიდანვე შევუდექი საქმეებს.ჯერ ბილეთი დავჯავშნე.მერე შვებულების შესახებ განაცხადი გავაკეთე და თან იმ პირობით მივდიოდი,თუ დარჩენას გადავწყვეტდი,ერთი თვით ადრე დავრეკავდი.დამთანხმდნენ ამ პირობაზე სამსახურში.ეს გარდაუვალი იყო ,ვიცოდი უნდა დამერეკა და მეთქვა ვრჩებითქო. თორნიკეს ჩათვლით ყველასთვის უნდა მეთქვა თიკოსთან რომ მივდიოდი. დარჩენის ამბავს კი მერე გავაგებინებდი,ვითომ აღარ მოვინდომე დაბრუნება. თორნიკეს მივწერე საღამოს მოსულიყო. უნდა მეთქვა ჩემს გამგზავრებაზე. თან ერთი კვირა მრჩებოდა წასვლამდე. წინ რთული დღეები მელოდა,მაგრამ ჩემთვის ყველაზე სწორ არჩევანად ის მიმაჩნდა რაც გადავწყვიტე... თორნიკეს მოსვლამდე სათქმელი თითქოს გეგმისმიხედვით დავაწყე. რა და როგორ უნდა მეთქვა,მაგრამ დავინახე თუ არა,ყველაფერი დამავიწყდა. ერთი შეხედვა და თავდაყირა დგებოდა მთელი ჩემი ცხოვრება. ჩავეხუტე... საშინლად მომნატრებოდა. - როგორ მომნატრებიხარ. -მეც ანო.მეც მომენატრე . - რაღაც საქმე მაქვს ,ამიტომ გთხოვე მოსვლა. -ხო მშვიდობა გაქვს. -ხო. რაღაც გადავწყვიტე და მინდა საქმის კურსში იყო. -რა ხდება? - მოკლეთ თიკომ მთხოვა ჩამოდიო. რადგან ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობთ და ეს თვეები გაგძელდება და შეიძლება წლებიც კი,მე გადავწყვიტე წავიდე ცოტა ხნით თიკოსთან. ძალიან განვიცდი ,იმას რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. უშენოდ წუთი არ შემეძლო და ახლა დღეები გადის და ტელეფონითაც არ ვკონტაქტობთ. წასვლა ამიტომ მინდა. გარემოს გამოვიცვლი,დავმშვიდდები და მერე ან შენ ჩამოხვალ ან მე. რაღაც იქნება. -მეც მიჭირს უშენოდ მაგრამ ვერაფერს ვცვლი. არ შემიძლია გული ვატკინო,ისედაც საშინლადაა. -ხო ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე არ გაგაკეთებინო არჩევნი. როცა არჩევანი ჩვენ ორს შორის აღარ მოგიწევს მაშინ მოიფიქრე გინდა თუ არა ჩემთან. - მადლობა რომ ასე შეგიძლია გამიგო. - მე მალე წავალ. წასვლამდე გნახვ კიდევ. ეხკა კი ვივახშმოთ. -არ მშია. წავალ მელოდება,დამირეკა აქ რომ მოვდიოდი,მალე მოხვალო მკითხა. -კარგი მაშინ. გაგაგებინებ ჩემს წასვლის თარიღს. მიყვარხარ. თვალი ჩავუკარი და გავუღიმე. გამიღიმა თვითონაც და კიბეებს ჩაუყვა. კარი ჩავკეტე და საშინელი შიმშილი ვიგრძენი. გემრიელი მეჩვენებოდა ყველაფერი. მერე მოვწესრიგდი და დავწექი.ლეპტოპი ჩავრთე, კლინიკაში კონსულტაციაზე ჩავეწერე,უნდა გამერკვია,რამე საფრთხე ხომ არ შემექმნებოდა ფრენის გამო. ხვალ 4 საათზე აღმოჩნდა თავისუფალი დრო.კლინიკიდან გავივლი, ბილეთს წამოვიღებ, ჩემოდნის ჩალაგებასაც დავიწყებ. ამ ბოლო დროს უცბათ ვგრძნობ დაღლას,წამში ისე ვიღლები, რომ არ დავწვე და დავიძინო წარმოუდგენელია. ეხლაც ასე ვიგრძენი თავი. ლეპტოპი გადავდე და დავიძინე... ყოველი დღე, ახალი ემოციებით იყო სავსე,რაც გავიგე რომ ორსულად ვარ. დღესაც ასეთი ახალი და უცხო შეგრძნებებით დაიწყო დღე. თვეზე მეტია,ჩემი დილის რიტუალი ყავა,მსუყე საუზმით და ხილით ჩავანაცვლე.ენერგიით და დადებითი ემოციებით ვივსებოდი,როცა ვიცოდი,რძეს ჩემთვის კი არა,ჩემი პატარასთვის ვსვამდი.აქამდე სუნზეც კი ცუდად ვხდებოდი,ეხლა კი მასზე ვფიქრობ და გემრიელიც კი მეჩვენება. ვისაუზმე,მოვწესრიგდი და სახლიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ დავტრიალდი სარკის წინ. იასმნისფერი პალტოს საყელოს ჩემი პაწია,მბრწყინავი ბროში დავაბნიე გულთან და ხალისიანად გავიჯახუნე კარი. სამსახურიდან კლინიკაში შევიარე,ყველა ანალიზი,რომელიც გავიკეთე დამაკმაყოფილებელი იყო. ჩემი პატერა მეთერთმეთე კვირას ითვლიდა.გაზრდილი და გაცელქებულიც კი დამხვდა. თანხმობა მომცეს ფრენა, საფრთხეს არ შეუქმნიდა პატარას. ფოტოც კი მომცეს,სადაც ჩემი ცხოვრების მთავარი საზრუნავი ძლივს მოჩანდა მასზე. კლინიკიდან, ავიაბილეთი სადაც დავჯავშნე, იმ ოფისში შევიარე. ბილეთს დავხედე,კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი, თბილისი-სტამბული- ბრემენი. დილის 8 საათზე იყო ფრენა. 7 საათი ათათურქის აეროპორტში მომიწევდა ყოფნა და შემდებ გავფრინდებოდი ბრემენში.რაღაცნაირად,თითქოს ბილეთი რომ დავიკავე,შემეშინდა ჩემი გადაწყვეტილების. წამიერი იყო ეს შიში. მე ეს უნდა გამეკეთებინა. სახლში მოშიებული და დაღლილი დავბრუნდი.ცოტა შევჭამე და ჩემს მშობლებთან წასვლა გადავწყვიღე.მათთვისაც უნდა მეთქვა, რომ თიკოსთან მივდიოდი. კარი დედაჩემმა გააღო,არ მელოდა რომ დამინახა ჩამეხუტა,მომეფერა,მომიკითხა.ვიგრძენი როგორ მომნატრებოდა ეს ყველაფერი. ოთახში შესულს ჩემი და-ძმა და მამაჩემი შემომეგებნენ. დავსხედით ვილაპარაკეთ,ბევრი ვიცინეთ და როდესაც მე ჩემი გამგზავრების შესახებ ვუთხარი, გაუხარდათ,თიკო წლებია მათაც არ ენახათ და იცოდნენ, როგორ განვიცდიდი მეც მის გარეშე ყოფნას. მომიწონეს წასვლის გადაწყვეტილება,შენც არ დარჩეო გამეხუმრნენ. მათთან დავრჩი,დედამ გემრიელი ვახშამი მოამზადა.ემოციებით სავსე ვიყავი,ჩემი დის გვერდით დავწექი და გამთენიისას ჩაგვეძინა,ჭორაობაში დაგვათენდა. მთელი დღე ემოციებით დაღლილს,როდის ჩამთვლიმა ვერც კი გავიგე... ღამე იმ სახლში, სადაც გაიზარდე სხვანაირი აურა აქვს. სითბო და სიყვარული იგრძნობა ყოველ კუთხეში. დილაც სხვანაირი თენდება,ნათელი და დადებითი ემოციებით აღსავსე. თვალები არ მქონდა გახელილი ცხვირში ყიყლიყოს სასიამოვნო სუნმა შემიღიტინა. პირდაპირ სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი. დედასთან ვიჭორავე ცოტახანს,ამასობაში ყველამ გაიღვიძა და ერთად ვისაუზმეთ. წასასვლელად მოვემზადე და საუბარში შევაპარე,რომ თუ ევროპა მომხიბლავდა იქნებ დავრჩე კიდეცთქო. არავის გაჰკვირვებია,მე ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებდი ჰადაწყვეტილებებს და ისინი ჩემს არჩევანს სცემდნენ პატივს. დავემშვიდობე ჩემებს და უსაზღვროდ ბედნიერი წამოვედი ჩემი სახლისკენ. გზად მაღაზიაში შევიარე და ვახშმისთვის პროდუქტები ვიყიდე. სახლშარაფერი საქმე არ მქონდა თიკოს დავურეკე. -როგორ ხარ? იყიდე ბილეთი? -ვიყიდე.18 აპრილს მოვფრინავ დილის 8 საათზე. -გაცილებს ვინმე? -არა არავინ.ტაქსით წავალ აეროპორტში.არ მინდა იმოქმედებს ჩემზე ეს ვიცი. -კარგი ეხლა გავიქეცი და გელოდები 18-ში საღამოს. გაკოცე. -მეც გკოცნი. საღამო მშვიდად და სასიამოვმოდ გავატარე,რაღაცეები შევინახე კარადებში და რაღაცეები უჯრებში. ჩემი სახლის კარს დიდი ხნის განმავლობაში არავინ გააღებდა. ორი თვის შემდეგ კი დედაჩემი მოვიდოდა და ყველაფერს მიხედავდა,ისე როგორც საჭიროდ ჩათვლიდა,როდესაც გაიგებდა, იქ დარჩენა გადავწყვიტე. ხვალ სამსახურშიც ჩემი ყველა საქმე უნდა გადავაბარო ჩემს შემცვლელს,ყველა პირადი ნივთი წამოვიღო . საღამოს მინდოდა თორნიკეც მოსულიყო და დავმშვიდობებოდი.არ ვიცოდი კიდევ როდის ვნახავდი ან ვნახავდი საერთოდ თუ არა. დილა გეგმის მიხედვით დავიწყე.სამსახურში წავედი,საქმეები ელენეს გადავაბარე და მივულოცე დაწინაურება,გამიცინა ეს დროებითია ანო,მალე ჩამოხვალ და შენ ისევ შენს ადგილს დაუბრუნდებიო. დავამშვიდე,მთავარია შენი საქმე მთელი გულით აკეთო,წარმატებით და თავდაუზოგავად და ვერავინ დაიკავებს შენს ადგილს.წარმატებები ვუსურვე,ნივთები ჩავალაგე,ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. თორნიკეს დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე რათა დავმშვიდობებოდი. შემპირდა მოვალო.მეც მის დასახვედრად პიურე და შემწვარი ქათამი გავაკეთე. რამოდენიმე სალათა მოვამზადე და მისი საყვარელი სულგუნი ვიყიდე. გადამალული საფერავიც გამახსენდა.მაგიდა გავაწე და თორნიკეს ლოდინი დავიწყე. უბრალო,მაგრამ ძალიან გემრიელი მეჩვენებოდა ყველაფერი. მის გვერდით ყველაფერი უფრო ლამაზი და სასიამოვნო ხდებოდა. ეს ბოლო ვახშამი იყო,კარგა ხანს ვერ ვნახავდი მას და შეიძლება ბოლოჯერაც კი ვივახშმებდით ერთად. ზარის ხმა გავიგე და უკვე ემოციებმა შემომიტიეს,მივხვდი მოვიდა,ის ვის გამოც ყველაფერს და ყველას დავთმობდი. ვინც ასეთ ბედნიერ ადამიანად მაქცია.კარი გავაღე და წითელი ვარდების თაიგულით ხელში დავინახე თორნიკე. -სიტყვები არ მყოფნის ,რა ლამაზია! - გვირილები არ ვიყიდე შეგნებულად. ვარდები ყველაზე ლამაზები არიან,მარა გვტკენენ თითებს როცა ვწყვეტთ. შენც ყველაზე ლამაზი ხარ და მაინც მტოვებ და მიდიხარ. -მივდივარ მარა ხომ იცი,რომ ასე უკეთესია ჩვენთვის. გამოვართვი თაიგული და ნაძალადევად გავიღიმე,თითქოს დანაშაულში გამომიჭირეს და მამხილეს,ისეთი შეგრძნება მქონდა. - ხოო კიდევ ერთი,გამიღიმა როგორ, სჩვეოდა.თუ დამშვიდობებაა იყოს დამშვიდობება,დღეს შენთან ვრჩები. -არც ვაპირებდი შენს გაშვებას,რომც გეთქვა.მივდივარო,გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე. დაჯექი ყვავილებს წყალში ჩავაწყობ და მოვალ. ეს საღამო არ გავდა არც ერთ საღამოს,მანამდე რაც კი ყოფილა. თითქოს უფრო მეტად მიყვარდა,უფრო მეტად მჭირდებოდა,მეტად განვოცდიდი ჩემს გადაწყვეტილებას. ის ჩემი ნაწილი იყო.ჩემი სულის და გულის ნაწილი.ამაზე მეტად როგორც თორნიკე მიყვაარდა ვერავის და ვერასდროს შევიყვარებდი. მთელს სხეულზე მის თითებს ვგრძნობდი,მისი ხშირი სუნთქვა ჩამესმოდა ყურში,მისი სიტყვები ჭკუიდან მშლიდა. მისით ვიყავი მთვრალი,მისი სუნი ჭკუას მაკარგვიმებდა.თორნიკემ ჩამიხუტა და დაიძინა.მე არც გამიფიქრებია ძილზე. რამოდენიმე საათი ასე ვიწექი,მერე გადაბრუნდა.იმ პოზაში დაწვა როგორც უყვარდა,მარჯვენა მხარეს,ზურგით ჩემსკენ და მე მის ზურგზე მყარი კედელი არსად მეგულებოდა,ვიცოდი ყველაზე სანდო კედელი იყო ჩენს ცხოვრებაში. ეხლაც ასე იწვა და მე მის სუნს ხარბად ვსუნთქავდი,მინდოდა ეს სუნი მთელი ის დრო მხსომებოდა და მეგრძნო ვიდრე ვნახავდი კიდევ და ხელახლა,ასეთივე სიხარბით ჩავისუმთქავდი როგორცახლა. ყველაზე მძაფრად ამ ჭკუიდან შემშლელ სუნს ,მის ყელთან ვგრძნობდი,საძილე არტერიის ადგილას,სისხლის ცხელი ნაკადი,ამ სუნს უფრო ამძაფრებდა. თითებით ვიზეპირებდი,მისი ზურგის ყველა დეტალს,ხელის გულებით მის სითბოს ვიგროვებდი სხეულში,მისი თმების რბილ და ხშირ ღერებს თითებით ვეფერებოდი,მთელი სხეულით ვეკვროდი და ცრემლები თავისით მომდიოდა.როდის ჩამეძინა არც კი მახსოვს... გაღვიძა,თვალები ისევ მეხუჭა,ღრმად ჩავისუნთქე.ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნარკოტიკი მისი სუნი იყო. თვალები გავახილე და თორნიკეს შევხედე.ეძინა ისე ტკბილად, რომ გულში რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი. კარგა ხანს ვუყურე როგორ სუნთქავდა,მის ნაკვთებს ვიზეპირებდი,მინდოდა ყოველი წვრილმანი მხსომებოდა. გავაღვიზე ჩემი დაჟინებული მზერით. გამიღიმა და მაკოცა. -რა ლამაზად გათენდა.თქვა და გამიღიმა. -როგორ მიყვარხარ შენ არც კი იცი. -ვიცი და მე უფრო მეტად მიყვარხარ. - იქ რომ დავრჩე გეწყინება? - არა. თუ შენ ასე გენდომება არ მეწყინება. - შენ ჩემთვის არ გცალია,არც ის ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდებს ასე.თუ მომეწონება იქ ყოფნა დავრჩები. მერე კი ალბათ საბოლოოდ ავირჩევთ გზას, რომელიც გვაერთიანებს ან გვაშორებს. - დაშორებას რატო ახსენებ? -მანძილი დამოკიდებულებას ცვლის! იქნებ აღარ გინდოდეს ჩემთან. -შენ რა მეხუმრები? -არა,სრული სერიოზულობით ვამბობ. - ნუ იზავ ისე რომ ვიჩხუბოთ, წახვალ და ჩამოხვალ.- ან წავალ და აღარ ჩამოვალ. -მაშინ მე ჩამოვალ. -მაგაზე მერე ვილსპარაკოთ როცა შენი ყველა პრობლემა მოგვრდება.ეხლა ადექი ვისაუზმოთ და მერე უნდა ჩავალაგო ჩემოდანი. -კაი,ვისაუზმოთ,მაგრამ დღეს მე ვამზადებ საუზმეს. გემრიელი საუზმე მომიმზადა თორნიკემ.ვისაუზმეთ ერთად და ცოტახანში დაურეკა ტელეფონმა.დედამისი იყო.მივხვდი უნდა წასულიყო. -არ მეწყინება წადი ნუ ანერვიულებ. -მელოდება,რაღაცნაირად გულდაწყვეტით თქვა. -არ მწყინს ხომ იცი შენგან არაფერი. -ვიღაც ექიმი აღმოვაჩიმეთ რომელიც შეიძლება ჩვენი მხსნელი აღმოჩნდეს ამ პრობლემიდან. დღეს მიდის და მელოდება რომ გავყვე. -მიხარია ძალიან,გამაგებიმე რას ეტყვიან. მინდა რომ კარგად იყოს,შენს საიმედოდ. დედა-შვილის სიყვარულს მთელი სამყაროც რომ დაუპირისპირდეს ვერაფერს დააკლებს. მინდა ბედნიერები იყოთ ერთმანეთით. -ზოგჯერ ძალიან მაოცებ! იცი შენი წინააღმდეგია და შენ არასოდეს იხსენიებ ცუდად. - იმიტომ რომ ის შენი დედაა,ის რომ არა,მე ვერასოდეს შეგხვდებოდი შენ. ვერ მიყოფს შენს თავს,არ იმეტებს ჩემთვის,ამიტომ მე ვუთმობ მას ჩემს წილ თორნიკეს და მივდივარ. - შენში ყოველთვის ეს მხიბლავს,შეგიძლია ბოლომდე გაუგო ადამიანებს. - ეს მხოლოთ მათ ვუგებ ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვთქვი და გავუღიმე. - კარგ დასვენებას გისურვებ, მომენატრები.მითხრა და მთელი ძალით ჩამეხუტა. -მეც მომენატრები. ვთქვი და ცრემლები მომადგა. დავემშვიდობე და კიბეებზე დაშვებულს შევახსენე დაერეკა ექიმიდან გამოსვლის შემდეგ. კარი დავხურე,ზურგით მივეყრდენი და ავტირდი.მომენატრებოდა ვიცოდი მაგრამ სხვაში ვერაფერში ვხედავდი გამოსავს. ჩემოდანი გავხსენი და კარადიდან რამოდენიმე შარვალი,ზედა და კაბა ჩავდე. კიდევ პირადი ჰიგიენის ნივთები და სამი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. ჩემოდანი შევკარი და კართან გავაგორე. ამასობაში დაღამდა და ძილი მომერია,ადრე დაძინებას დავეჩვიე.ეს იყო ცვლილება, რომელიც ცვლიდა ჩემი ცხოვრების რეჟიმს.დასაძინებლად ვემზადებოდი, რომ თორნიკემ დარეკა. -ალო,თოკო. -ანო, ექიმმა ანალიზების პასუხები,რომ ნახა გვითხრა გამოჯანმრთელების დიდი შანსია და არ არის ის ფორმა,როგორც გითხრესო.დედაჩემი კარგად იქნება.დრო დასჭირდება მარა,კარგად გახდება.ისეთი აღტაცებით ყვებოდა ამ ყველაფერს რომ თვალწინ დამიდგა მისი ბედნიერი სახე. -ძალიან მიხარია. მიხარია შენი ასეთი შემართება. ბედნიერი მინდა მეგულებოდე ყოველთვის. -მადლობა ანო და ვიცი რომ გიხარია.გკოცნი,კიდევ ერთხელ კარგ დასვენებას გისურვებ. -მადლობა მეც გკოცნი.გავთიშე ტელეფონი და ჩემი ცხოვრება ამ წამიდან შეიცვალა. მე მივხვდი ყველაფერი დასრულდა.ჩემი გეგმები ჩაიფუშა,გაქრა,გაუფერულდა. მე ვიყავი ქალი რომელსაც,დღეიდან მარტოს უნდა გამეზარდა ,ჩემი და თორნიკეს სიყვარულის ნაყოფი.მისგან შორს,მის გარეშე.არავის მივცემდი უფლებას ჩემი შვილის წინააღმდეგ ხმა ამოეღო,სიტყვა ეთქვა,ფიქრიც კი გაევლო გულში მის საწინააღმდეგოდ.ბებიამისი კი,იყო ის ქალი რომელიც მასაც და მეც ცხოვრებას ჯოჯოხეთად გვიქცევდა.თავი ვაიძულე დამძინებოდა,წინ დამღლელი დღე მელოდა და არ მინდოდა ჩემს პატარას რაიმე დაშავებოდა. შვიდი საათი იყო,რომ მაღვიძარამ დარეკა. ავდექი,მოვემზადე, ტაქსი გამოვიძახე აეროპორტში წასასვლელად. ყველაფერი გადავამოწმე,ონკანები ჩავკეტე და ყველა ოთახში შევიხედე. ამ სახლში ჩემს ოცნებას ვტოვებდი. ჩემს დარდს ვტოვებდი,ჩემს ტკივილს ვტოვებდი.ბედნიერ და დარდით სავსე დღეებს ვტოვებდი. თორნიკეს სიყვარულით გამთბარ უამრავ წამს და მის გარეშე დარჩენის გაუსაძლის ტკივილს ვტოვებდი. ის ჩემი იყო,მე მისი მაგრამ ერთად ყოფნა არ გვეწერა. ის ჩემი ცხოვრების საჩუქარი იყო და მე მის შვილს ვატარებდი. რაც არ უნდა მომხდარიყო და მოხდეს,ამ დღეებს,საათებს და წუთებს არასდროს ვინანებ.მე მისთვის გავჩნდი და მხოლოდ მისი სიყვარულით იფეთქებს ჩემი გული.მივდივარ და თან უსაშველოდ დიდი ტკიბილი და უსაზღვროდ დიდი სიყვარული მიმაქვს. ვტოვებ მას ვინც ჩემი ნაწილია და მიმყავს თან ის ვიმც მისი განმეორებაა. კარი გამოვხურე,სამჯერ გადავატრიალე გასაღები და კიბეებს ჩავუყევი.წლები ვეღარ ამოვივლიდი ამ საფეხირებს და როდესაც ამოვივლიდი,კიდევ ერთი ადამიანი მეყოლებოდა გვერდით. ტაქსში ჩავჯექი,მინიდან კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემი ცხოვრების სკივრდ გცეულ ბინის ფანჯრებს და მშვიდი ხმით ვუთხარი მძღოლს:„შეგიძლიათ წახვიდეთ!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი