დღის რექვიემი
ტბასთან თავშლებით იდგნენ ხეები. წვიმებს ეძინათ გზატკეცილებზე, ელოდებოდნენ ქალებს კებები, ქალები ზამთარს მიაცილებდნენ. და სადღაც ქარში შეშლილი ქვრივი ბიურგერული და უგემოვნო, ფლანელის კაბით და შავი მძივით, სამხრეთის ზღვაურს ემალებოდა. შორს კი ანგრევდნენ ცას ჭილყვავები, უკრავდა ტბასთან ნაცნობ რექვიემს დღე უსიცოცხლო და შიშნარევი... გზატკეცილებზე ეძინათ წვიმებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი