მიდამოებზე ყინული ყრია ..


მიდამოებზე ყინული ყრია,
სადღაც წანწკარებს წვეთები წვიმის,
წლები ცოტა წინ წამოიწია
და კიდევ ერთი ზამთარი ცივი...
ამ უსიცოცხლო ქარების ქროლვა..
ძრწოლა გამკრთალი სინათლის სხივის, 
უიმედობა,სიზმარში შფოთვა,
ბედნიერების მუდმივი ძილი...
და როცა წავა სიცოცხლე ჩემგან
გამეყინება ძარღვებში სისხლი
მომიგონებენ მე მაშინ ყველა
როგორც გამქრალი პოეტი ნისლში....
უსაასოობის აქაიქ მღერა....
ძებნა ოდესღაც გამწყდარი მძივის,
სრულყოფილების მუდმივი თვლემა
და ისევ ფიქრი......სიზმარი......ძილი....
მიდამოებზე ყინული ყრია,
ისევე ბრუნავს სამყარო ირგვლივ....
სული სხეულს არ ემორჩილება 
და ისევ ივლის...სულ ყველგან ივლის.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი