ოდესღაც


...
გარემოების აუტანელ ფერებს ვერევი
სუსტი ხელებით იხატება ფურცელზე სივრცე,
ჯანგიან გისოსს სული ებრძვის ჩვეულ ჩვევებით,
და მდუმარება ისადგურებს ვითარცა ციხე.
არც არსებულა თურმე თეთრი ბაღი ედემის,
არ ეღირსება მოსვენება წარსულის ჩრდილებს,
მიმოსვლა მათი,ვით ზომბების თეთრი ეტლები,
და ძველი კარის დაჟანგული უმწეო კლიტე...
სასთუმალს მდგარი შავი ვარდი შავი ეკლებით,
ჩურჩულს არ იშლის ,არ მიტოვებს სულ ცოტა იმედს,
და არწივივით გამალებით სულ სადღაც ვიბრძვი,
ვებრძვი ცხოვრებას,მდუმარებას,და ტყუილ სიტყვებს!!!
თუმცაღა არვარ არც ფშაველა და არც  ტერენტი...
და მაინც ვეძებ უკვდავების მოლურჯო ჭიშკრებს,
წლები მიქრიან,მიფრინავენ ვითარც მტრედები,
ალბათ ოდესღაც მასწავლიან უკვდავების გზებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი