თეთრი სიზმარი


თეთრი სიზმარი

წუხელის თეთრი ვნახე სიზმარი,
ნიავი ქროდა გრილი ხაზებით,
ტაძრებში იყო წითელი ღამე
და ვლოცულობდი მთელი არსებით.
ჩემთვის სინათლე იყო ეს ღამე
ხეებს სცვიოდა ჩუმად ფოთოლი
და რაღაც ფართო სივრცის წადილით
ვეღარ უძლებდა გული მოლოდინს.
კრთოდა ნათება ავსებდა წამებს,
თითქოს მხედავდნენ ანგელოზები
დაპატარავდნენ მწუხრის ლოდები.
ატიატქოს იქ ყველა მორჩილი ვნახე,
გაქრნენ ამაყთა მძიმე ცოდვები,
არვინ იცოდა იქ შავი ღამე
და ისევ ფრენდნენ ანგელოზები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი