დავიგვიანე
დავიგვიანე სივრცის ძაფები გადაიხლართნენ და სინანული უფრო მძვინვარებს, მე არ გამოვჩნდი იმ ბედნიერ დღეს, ვერ მოვასწარი,დავიგვიანე... თრთოდა პირველი ნათება თოვლის და ნისლი ეკრა მეფურ მყინვარებს, სულის სივრცეში იყო სანთელი, სანთელი ჩაქრა დავიგვიანე. სადღაც მელოდა წრიული ლოცვა, სადღაც მღეროდა გედი წირვაზე, თითქოს მიხმობდა გედთა გალობა მე კი არ ვჩანდი–დავიგვიანე... გვირგვინი ედგა ცრემლიან ტირიფს, გვირგვინი თეთრი, მარად ბრწყინვალე, ტირიფის ცრემლი ზამთარს იპყრობდა, ვერ ვნახე თოვლი,დავიგვიანე. სიმები სხივთა ისევ მღეროდა, და მე ვიყავი ფიქრთა კრებაზე, თითქოს დამჩემდა სიზმარში ბოდვა: "სინანული მკლავს;დავიგვიანე". სივრცის ძაფები გადაიხლართნენ და სინანული უფრო მძვინვარებს, მე არ გამოვჩნდი იმ ბედნიერ დღეს, დავიგვიანე...დავიგვიანე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი