ნუ დაიჩემებ
,,ნუ დაიჩემებ იმას რასაც ვერასდროს შეძლებ, ნუ დააჯერებ ნურვის რისაც თავად არ ჯგერა, ნუ დაიბრალებ და ნუ იტყვი:ეს მე ხომ ვიცი, ბევრ ცრუ ლაყმობას ბევრის სმენა ჯობია მეტად. ნუ შეეცდები ხალხის თვალში გამოჩნდე გმირი, საქმენი შენი მეტყველებენ გმირობას შენსას, გული გაითბე მზის სხივებით ესოდენ ცივი, რამეთუ არც მე, სუყველასი დღესაც არ მჯერა. და ესე ვივლი,ვივლი სანამ სათქმელს არ ვიტყვი, თუმცაღა ცოტას თუკი ძალუძს ამის მოსმენა, ხალხო,გესმოდეთ! ის არაა სხვის თვალში გმირი, ვინც მხოლოდ სიტყვით გამოხატავს საკუთარ ნებას. ნუ დაიჩემებ იმას რასაც ვერასდროს შეძლებ, ვერასდროს შეცვლი უფლის ნაბოძ კანონს თუ წესსა, ვერც ვერასოდეს ვერ გახდები შენ თავად ღმერთი, და ვერც ვერასდროს ვერ მონათლავ ვერავის ღმერთად!!!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი