ცხოვრება


.........................

ცხოვრება ერთი დიდი კიბეა,
ხისგან  ნათალი, ძალიან ძველი,
მის საფეხურებს ჩვენ ვერ დავითვლით,
და არც გვეყოფა განვლილი წლები....
იგი ვერ უძლებს სიმძიმეს ცოდვის,
და თუ ძლიერ არ ჩავჭიდეთ ხელი,
სამ საფეხურსაც ვეღარ ავცდებით,
და შთაინთქმევა ცოდვილთა ძვლები......
იგი განსაზღვრავს სულის სიმძიმეს,
ხო,მარტო სულის და არა ხორცის!
და თუ მოკვდავნო ეს შევისმინეთ
საფეხურებზე ვიაროთ ლოცვით....
თუმცა ცხოვრება  ვისთვის კიბეა,
ვისთვის ეშმაკის გაწვდილი ხელი,
ფულის გამო რო ოჯახს გაყიდის 
და აღარ ახსოვს დები და ძმები....
სულის საზღვარი ისევ კიბეა
და დასასრული სხვისთვის თუ ჩემთვის,
ვინც ნაადრევად სულს დაიმძიმებს 
მის საფეხურებს ჩატეხვა ელის....
ორი მიზეზი არსებობს ქვეყნად
რის გამოც მოკვდავთ სიკვდილი გველის,
ან უნდა ვიყოთ ღმერთის რჩეულნი,
ან ვსაუბრობდეთ ენაზე–გველის.....
როგორც არუნდა  ვეცადოთ ასვლას,
ძველ ხის კიბეზე რომელიც ტყდება,
ცხოვრებაშიც ხომ სულ ყველამ ვიცით,
რომ გასატეხი მაინც გატყდება....;)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი