ხანდახან


ხანდახან მინდა გამოვხატო ჩემში რაც ხდება, 
ხანდახან მინდა ღრმად დავმარხო მოგონებები, 
პატარა კადრებს რომ ინახავს ჩემში გონება, 
მინდა მჯეროდეს ამ კადრების განმეორების... 

გადის ცხოვრება და ჩემს თავში მყარდება განცდა, 
რომ უძლურება მეუფლება ხანდახან მძაფრად, 
ხანდახან გულიც წამიერად ჩერდება მკაცრად, 
თითქოს მანიშნებს გეყოფაო ამდენი ტანჯვა... 

მიდის ცხოვრება,დაბრკოლებები მატულობს სწრაფად, 
როგორც თამაშში მომდევნო ტური მკაცრდება ძაან, 
ასევე არის ამ ცხოვრებაშიც ტკივილის განცდა, 
ყველა მომდევნო მწარე არის,ძნელია გავლაც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი