ცხოვრება


ცუდად მოვქცეულვარ? რათქმაუნდა, მე ხომ მოკვდავი ვარ და არა ანგელოზი, 
ვინმე განმიკითხავს? მაგას თქმა არც უნდა, ადამიანშია ეს ხომ ჩადებული, 
ბევრიც დავაშავე უკანაც მიმიღია, პრინციპი იგივეა როგორც ბუმერანგის, 
რასაც გააკეთებ უკან გიბრუნდება,უბრალოდ დროშია განაწილებული... 

ცხოვრება რთულია-შეთანხმდნენ ყველანი, ამიტომ ცხოვრება ბრძოლა ერთგვარი, 
ნაწილი ამატებს რომ ღირდა ცხოვრება, უბრალოდ უნდოდათ ცოტათი სხვა ფერი, 
სიკეთეს ემარჯვა ბოროტთან ყოველთვის და არა პირიქით ენახათ ომები, 
ენახათ ამდენი ტანჯული სულები, ცოდვა და სიმწარე მოკვდავთა გულებში... 

ხანდახან მგონია უფალი რომ ცდება, არ მინდა რომ მკაცრად გაჟღერდეს ყოველი, 
უბრალოდ მინახავს კეთილი გულები და მათ ცხოვრებაში ტკივილი ულევი, 
ასევე მინახავს ბოროტი სულები, მათ ვისაც არა აქვთ სიკეთის სურვილი 
ხშირად ცხოვრება მათთვის მარტივია და ასევე უცხოვა რა არის წუხილი... 

ჯობია გჯეროდეს, არც ისე რთულია იარო ბედისგან გაკვალულ ბილიკზე, 
მთავარი ისაა რომ შენ ის იპოვო ვისი ნაკვალევიც მოგყვება ბოლომდე, 
განახებს ცხოვრებას ლამაზი ფერებით, გრძნობებს დაგიმატებს აქამდე განუცდელს, 
და მერე მიხვდები ცხოვრება რომ ღირდა, მანამდე გავლილი სიმწარით ტკივილზე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი