ახალგორი


ჩემო ტკივილო ჯერაც ენით აუღწერელო, 
ჩემო მთა-ბარო ჯერაც მტრისგან შეულახავო, 
ვერ შეგედრება ვერცერთი კუთხე ამა ქვეყნისა, 
ვერ შეგედრება ვერაფერი ჩემო ლამაზო... 

შენი ბუნება ზამთარ-ზაფხულ სამოთხეს რომ გავს, 
შენი მთა-ბარი ამ სამოთხეს გვირგვინად რომ აქვს, 
შენი მდინარე ამ სამოთხის სამკაულს რომ გავს, 
მეამაყები ჩემო კუთხევ ასეთი რომ ხარ... 

შენ დამიტოვე ტკივილთან ერთად სიტკბოც ულევი, 
შენ დამიტოვე მოგონებები ენით უთქმელი, 
სულს რომ მითბობენ და ცხოვრებას მილამაზებენ, 
შენ დამიტოვე ბევრი განცდა გამოუთქმელი... 

თითქოს უეცრად გავარდა მეხი ზაფხულის ცაზე, 
თითქოს ტკივილმა გააღვიძა უეცრად ქვეყნად, 
რა წამი იყო იმის განცდა როცა გკარგავდი, 
ამ წამს მე ჯერაც ვერ მოვუძებნე ვერცერთი სიტყვა... 

ძნელი ყოფილა დაკარგო კუთხე,შენი კუჭული, 
ძნელი ყოფილა იქცე დევნილად შენს მიწა წყალზე, 
ძნელი ყოფილა ასე ძალით ადგე დატოვო. 
მხარე რომელსაც ვერ უნახავ შესადარებელს... 

შენზე ფიქრს მუდამ თან მოყვება სევდა ულევი, 
მოგონებები და გრძნობები აუხწერელი, 
ტკივილის განცა უსაზღვროა დაუძლეველი, 
და ეს ცრემლებიც სიტყვებია გამოუთქმელი... 

დრო მიდის,მაგრამ ჯერ ამ ტკივილს ბოლო არ უჩანს, 
თუმცა დრო კურნავს ყოველივეს გამიგონია, 
მაშინ ამ ტკივილს რატომ ვერ კურნავს,რატომ ვერ შველის, 
ნუთუ ამ ტანჯვის დამარცხება ასე რთულია... 

ვწერ და მგონია გაუჩერებლად შევძლებ,რომ ვწერო, 
შენზე წერის დროს ცოცხლდებიან მოგონებები, 
და ბოლოს ღმერთთან ერთი თხოვნა მექნება მხოლოდ, 
რომ დამიბრუნოს შენი თავი ისევ უცვლელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი