ჩემი სიყვარული


ჩემი სიყვარულის ისტორია 
დიდი და უსასრულო რამ არის, 
ხანაც სევდიანი,ხშირად მხიარული 
ის ჩემი ცხოვრების უძირო ზღვა არის... 

ძნელია დავწერო,რთულია გადმოვცე 
გრძნობები რომლებსაც ზეცამდე ავყავარ, 
გამხვევენ ღრუბლებში და ასე მტოვებენ 
მწვერვალზე სადაც სიყვარულს ავყავარ... 

მისმა გამოჩენამ ცხოვრება შეცვალა 
და თითქოს იქამდე ცხოვრება არც იყო, 
მისით შევიგრძენი ეს გრძნობა ულევი, 
რომელმაც ცხოვრების კარები გამიღო... 

მას შემდეგ დაიწყო ლამაზი დღეები 
და ასევე ლამაზად გრძელდება ეს წლები, 
მის მიმართ ყოველწამს მატულობს გრძნობები 
და მე მეყვარება სულ მუდამ, ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი