გადი მომშორდი
გადი მომშორდი. ფიქრო არ მინდა მიმიღო შენად, მოუცილებლად არ დამტოვო და დამიკარგო გზა გადარჩენის. გადი მომშორდი. იქნებ სუნთქვებიც რეგულარულ და მწყობრ რელსებად დალაგდნენ ტანში და ეს დარდებიც შენ რომ იწვევ და რომ საგრძნობლად უკვე დამეტყო ხორხში და ხმაში სადღაც წავიდნენ. მე ხომ ახლა რაღაც სხვა მინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი