მე გამოვიცვლი მეოცე ნიღაბს ..
მე გამოვიცვლი მეოცე ნიღაბს, ოცდამეერთე როლს მოვიგონებ. მე ამ სცენიდან გაქცევა მინდა... მე სევდა ვეღარ ჩამოვიშორე. უცნაურია ჩემი იღბალი... ჩემი სიცოცხლე - პატარა სივრცე. მე მინდა, გავქრე, როგორც სიზმარი და ჩემი გული სამყაროს მივცე. დრო გაიტრუნა თვალებთან ახლო... მე ცეცხლი მწვავდა ყველაზე მწველი. მინდა, ამ ქარმა ხელი შემახოს და ჩამომღვენთოს, როგორც სანთელი. წვიმს. და მე ქართან მინდა დაწევა. წვიმს. სველი მიწა ისე მშვიდია... თითქოს ყველა დღე არის გაქცევა, ყველა დღე თითქოს პანაშვიდია. დრო გაიტრუნა დარაბებს იქით. და სულში ბოლო იმედი ჩაკვდა. ჩამომარეცხეთ სახიდან გრიმი!!! ჩამოაფარეთ სამყაროს ფარდა!!! 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი