მიაქვთ. მიდიან. ..


მიაქვთ. მიდიან. მიდიან. მიაქვთ
შენი თვალები, ხელები, ტანი.
მერე მგონია, რომ რაღაც ქვია
იმას, რაც ვითომ რჩება ცოცხალი.

მიაქვთ. მიდიან. მიდიან. მესმის
ძახილი მიწის დიდი პირიდან.
დამშეულია...და მიაქვთ პეშვით
შენი თვალები, გული, ტვინი და...

მიდიან!..

2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი