შეცდომით
შეცდომით დაღამდა. და ქუჩის კახპები ხარხარით ტკეპნიან ჭუჭყიან ასფალტებს. ვის რაში ადარდებს, დღესაც თუ დათვრები, ან სული თუ გაგძვრა, ვის რაში ადარდებს თვალებს რომ ჯიბეში ჩუმ - ჩუმად მალავდი, რომ დღე არ გეხილა, დაშლილი ნამცეცად, არ მოისაკლისა ისინი არავინ, არ მოისაკლისა ისინი არც ერთმა. შეცდომით დაღამდა. დღეს უკეთესია, არ იყოს დუმილი, სევდა არ გეწვიოს. სველ მიწას სახეში პეშვებით გესვრიან, რომ ცოცხლად დაგმარხონ და გადაგეჩვიონ. ხელახლა ჩამოხსნეს სცენიდან ფარდები და ყველა სპექტაკლი ხვალისთვის გადადეს... შეცდომით დაღამდა...და ქუჩის კახპები ხარხარით ტკეპნიან ჭუჭყიან ასფალტებს. 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი