ლირიკული)


ისე დამიგროვდი რომ საცაა გასკდება გული..ასეთი გაურკვევლობა არასდროს მქონია..არც ასეთი გაუაზრებელი გრძნობათა ცვალებადობა..კაცს სულ შიში უნდა ქონდეს შენი დაკარგვის რომ ინტერესი არ უნდა გაუნელდესო და კიდევ ასეთ ბევრ პრიმიტივ რჩევებს იძლევიან ვითომ ფსიქოლოგები და ვითომ ცხოვრება_გამოცდილება გოგოები..რატომ აქვს (მამაკაცებს) ასეთი თვითშეგნება,არ მესმის თუ ქალს სულ ეთბილება და ეღიმილება შენი ნახვა..თუ ისე მოსწონს შენი ნახვით გამოწვეული ღელვები, მზად არის ერთი კვირის წინ მეგობრებთან ერთად დაგეგმილი ვიქენდი ჩაშალოს იმიტომ რომ შენი ერთი ჩახუტება უფრო მეტ ემოციებს იწვევს..თუ მზად არის შენი თავი მუხლებზე დაიდოს და უსმინოს შენს ბევრ სისულელეს და აზრიანს, უყუროს შენს ყველა ნაკვთს და წერტილს ზოგი რამ არ მოსწონდეს მაგრამ უყვარდეს..უყვარდეს მათი ყურება და შეგრძნება საკუთარი სხეულივით..თუ თუ და კიდევ ბევრი თუ რომ არის და ამ თუების საპასუხოდ განელებულ ნაპერწკლებს რომ დაინახავ თვალებში,.ინტერესს მოკლებულ გამოხედვას და რაც ყველაზე ცუდია პირში რომ მოგახლიან ინტერესი იკარგება შენი ბევრი წერის გამოო..აქ გაწყდა რაღაც..ხვდები რომ ძალიან მაღლა წასულხარ და დაშვება უნდა დაიწყო..მაგრამ თუ არ გინდა..თუ მზად ხარ დაშვების მაგივრად დაენარცხო.. ოღონდ ეხლა არ დამთავდეს ასე უბრალოდ..დამთავდე და მერე ცარიელივით გაგრძელდე ეს ყველაზე მეტი გაცრუებაა იმ ფორიაქის რომელსაც მასთან ყოფნის თუ არ ყოფნის დროს გრძნობ..გინდა სიმშვიდე და ეს სიმშვიდე საუკუნე გრძელდება თითქოს..მაგრამ ამ სიმშვიდეს ისეთი სულიერება ახლავს ვერ უშვებ სულ ახლოს არის..და მერე როცა შენ მოგაქვს ღელვები სიმშვიდეს შორს უშვებ..ახლა ის შორსაა აღარ მოდის ალბათ გებუტება რომ ასე იოლად გაცვალე ემოციებზე სურვილებზე სითბოებზე..ახლა შენც შორს ხარ და თან კითხვის ნიშანიც გაქვს..ხოდა ასე გსჯის ძლივს მოპოვებული და მერე უბოდიშოდ შორს მოსროლილი სიმშვიდე..ასე გგონია ცხოვრება არც ისეთი საინტერესოა როგორ ემოციურადაც გამოხატავენ ადამიანები ამა თუ იმ მოვლენას.. ისეთი შეგრძნება გაქვს ყველაფერი ნანახი და განცდილი გაქვს..და სამყარო როგორიცაა საერთოდ არაა აღფრთოვანების გამოხატვის ღირსი..გგონია რომ რაღაც უფრო მეტი უნდა იყოს რომ ღირდეს ამქვეყნად მოსვლა..რაღაც ოხერი გინდა კაშკაშა მბრწყინავი მღელვარე..მაგრამ ცხოვრობ ცხოვრობ და იმედი გიცრუვდება ..ამ შეგრძნების გამო ჩამქრალი ხარ..შენ კი შენ შეგიძლია ალის მოდება..ისეთ მძაფრ შეგრძნებებს იწვევ რომ ყველაფერი ჩვეულებრივი გიხარია..გესმის? არ გიახლოვდება უფრო და უფრო., უბრალოდ შენარჩუნდა ის შეგრძნებები რომელიც თავიდანვე იყო..შენ..შენ..არ იცის რა გჭირს..კი იცის იცის.შენ არ სჭირდება ეს ემოციები მითუფრო მისი გამჭირვალობა ის  რომ შენთან მოწერით გამოხატავს..შენ ხომ გაიარე ის ასაკი.. რაღაცის სიმძაფრე რომ იგძნო ახალგაზრდა უნდა იყო..შენ კი ეს სიმძაფრეები მობეზრებული გაქვს სიმშვიდე გინდა მხოლოდ.. და სხეულთა სიახლოვე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი