არ დაბრუნდება
"არ შემდგარი დიალოგები" მომიყევით იმ ასაკზე როცა ცხოვრების გაცნობაში ვართ და უფრო მძაფრად გვიხარია ის.. ვერ აგიღწერთ იმ შეგრძნებებს..ერთდროულად ტკივილიც იყო ცალკეული დღეებისგან დატოვებული პატარ-პარატა ბედნიერებების ზენიტი სამი წლის შემდეგ ვნახე.. რა იგრძენით? იმედგაცრუება საკუთარ თავთან ეს როგორ.. ყოველდღე ვფიქრობდი როგორი იქნებოდა მასთან შეხვედრა...ათას დიალოგებს ვმართავდი..დავინახე და თითქოს კარგად მივიწყებულ (უბრალო) ნაცნობს შევხვდი.. როგორ არანაირი სიმძაფრე? მხოლოდ ადამიანური სითბო.. და კიდევ?ნუთი არაფერი განცდა? ჰოო..იმ განცდას შევადარებდი ახლად შემოსული შემოდგომის ნელთბილობას.. დასანანია.. რასაკვირველია.. მას შეეძლო ჩემთან ერთად მწვერვალებზე ევლო..ახლა კი მყარად ჩაბღაუჭებოდა დედამიწას.. რას გვეტყოდით ახალგაზრდებს? დრო ყველაფერს შთანთქავს..სიკაშკაშეს..სიმძაფრეებს..ნუ მისტირით დრომოჭულობას..დაელოდეთ ახალ შეგრძნებებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი