ჩემი და შენი ამბავი


დილით გაუშვა ფრანი
მერე აეროპლანით გაფრინდა.
აეროპლანით კი არა,
ისე გაფრინდა, უბრალოდ,
ცხრა მთა რომ გადაიაროს,
მაინც აქ მოვა უფალო.
ცაში მზე არის ათასი,
მზე მწიფე, როგორც მოცხარი,
გითვლის გაქაჩულ ნაფაზებს,
გითვლის და ოხრავს მოძღვარი.
შენი სამშობლო საბრალო,
ზურმუხტითა და ფირუზით,
ცა მეძავების საბანი
გაშლილი სანაპიროზე.
უბნის ბოზები ნაცემი,
ბარათი ზედა უჯრაში
და ქალწულების საცვლები
გამოფენილი ქუჩაში.
შენი და ჩემი ამბავი 
ერთმანეთსა ჰგავს ძალიან,
მეეზოვეს კი ნაგავი
გააქვს და არა სჩალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი