სანამ შენ გამოჩნდებოდი
სანამ შენ გამოჩნდებოდი, მარტო ვიყავი, არავინ მთვლიდა არც მეზღაპრედ, არც მეიგავედ. ვწერდი უბრალოდ ყველაფერზე: ჩიტებზე, ცაზე, როცა ვერ ვწერდი ვიჯექი და ვავლებდი ხაზებს. მერე მოხვედი მოიტანე წვიმა და ქარი, დამღალე ძლიერ უძილობით, შიშით და ვნებით, უეცრად გაქრა ღამეები ვიცვალე მხარი და ჩემს მაგივრად აუჯანდნენ სამყაროს მთები. შენს მოსვლამდე კი, არა ვტყუი,მე სხვა ვიყავი, გეტყვი როგორაც მაშინებდა სიკვდილზე ფიქრი, ხანდახან ახლაც ვიხსენებ და თავს ვერ ვიკავებ, რადგან კოშმარი წარსულიდან დრესაც ხელს მიქნევს. შენ კი ჩემს ქალაქს დაუბრუნე მინის თავანი და ხეივნები გაბადრული მთვარის ნათელით და როცა გარეთ აღარ იყო მართლა არავინ, ღამის ტაქსები დაამსგავსე ციცინათელებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი