მე ოთახში ვარ
მე ოთახში ვარ, მთვარე რაფაზე, მთელი სამყარო ფეხზე მკიდია, ჩანს სათანადოდ ვერ დავაფასე და ვარსკვლავები ჩემგან მიდიან. მინდა დამთავრდეს, გათავდეს, მორჩეს, დღეებიც, ღამეც, ტკივილი ყველა, დღეს ჩვენს ქუჩაზე ხეები მოჭრეს, მე კი ვერაფრით შევძელი შველა. მე ვერც საკუთარ გრძნობებს ვუშველე, მოტყუებული დავრჩი ქალაქით, სადაც ბიჭები ფრანებს უშვებენ და მუსიკაზე სურთ ლაპარაკი. მე აღარა მსურს გამოვიგონო, შენით სიგიჟე, ან უშენობა, იქნებ ეს სევდაც თან ჩაიყოლონ, ჩამოქცევისას ცათამბჯენებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი