სული გახდა ნივთივით


სული გახდა ნივთივით, სული გახდა ქაღალდის,
                                         მინდა დიდხანს გიცქირო, სანამ ისევ გნახავდე.
                                         მინდა ერთხელ ჩამხედო ამ ქანცგაცლილ თვალებში,
                                        ვზივარ მოწყენილი და ციდან მზეს და მთვარეს ვშლი.
                                        ალბათ ისეთივეა, ჩვენთან ახლა აპრილი,
                                        ქარიშხალი შავ ზღვაზე მაზუთიან ძაბრივით.
                                        გაგუდული კლუბები და ქალები ტატუთი,
                                        ცაც არ არის ისეთი ლამაზი და სათუთი,
                                        მეც აღარ ვარ ისეთი, შენ რომ ადრე გეგონე,
                                        ვეღარა ვცნობ ყველაზე უახლოეს მეგობარს.
                                        გამოვივლი ძველ ქუჩას და მოედანს, ნაგვიანს,
                                        შენი სახლის ჩრდილი და აივანიც აქვეა,
                                        ამოვივლი ძველ კიბეს და საფეხურს ათივეს,
                                        ყოფნა გახდა უბრალო, უაზრო და მარტივი.
                                        მე ყველაფერს მავიწყებს შენი თეთრი ხელები
                                       და პირქუში კოსმოსი სავსე შავი ხვრელებით.
                                       ვერაფრით მივეჩვიე ტკივილს მკერდის არეში,
                                       ყოფნას ფასი არა აქვს თავგანწირვის გარეშე.
                                       დედამიწაც დროდადრო აკვანივით ირწევა,
                                       თავს ადვილად მოვიკლავ დათრგუნული ისე ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი