ღამდება
ღამდება. მთები ჩანს ფანჯრიდან, ვერტმფრენი კორპუსებს ჩაუვლის, არ ვიცი რა მსურდა, რა მრჯიდა, მეგონა დამღლიდა ხმაური. მეგონა რიგები შეგვცვლიდა პურის და მარილის... სიცივე... მე მგონი უბრალოდ შემცივდა, მე მგონი ამაღამ იწვიმებს. მეგონა წარსულში დავტოვეთ, წარმოთქმაც აღარ მსურს-- ღალატი, უბრალოდ მე ისევ მარტო ვარ, უბრალოდ მომწერე ხვალემდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი