კატარღები მიუბამთ ნაპირზე


კატარღები მიუბამთ ნაპირზე და ნაპირი
მშვიდი სამოთხესავით...
შენ ხომ წასვლას აპირებ?
ქუჩაც გადაუთხრიათ ომის წინა ხაზივით,
შენ ზედმეტად კარგი ხარ, შენ სიყვარულს ასხივებ.
ზეცაც დაბზარულია და ბზარები განივი,
მთაზე ეკლესია ჩანს ნოეს კიდობანივით.
მამამ ვერ დამიტოვა, სამწუხაროდ, ვენახი
სულ არ შევიცვლებოდი, შენ რომ ადრე მენახე,
აღარ წამოვიდოდი ამ ქალაქში საერთოდ,
ან ღუმელი გაგვენთო, ან ბუხარი გაგვენთო,
აღარ მომიხდებოდა საცობებში ლოდინი,
მანქანიდან გადმოსვლა და ბარბაცი ლოთივით.
კატარღებს კი მიბმულებ ნაპირზე და ნაპირი
მშვიდი სამოთხესავით...
მე შენს ნახვას ვაპირებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი