ნიჟარა
ფრთხილად ჩაუვლის ვაგონებს, ძუკნა ფრთხილი და მშიშარა, სამყაროს შექმნას მაგონებს, დახშული ხმებით ნიჟარა. ღამეს ვიხსენებ მთვარიანს, ერთერთს ამ ბოლო კვირაში, შორს არის ნატვრის თვალია, გამქრალი როგორც მირაჟი. ეს ღამე ძლივს გაათენა, ერთმა პაწია ვასაკამ, სანაბდესავით გამთელა, ამ სატიალე ასაკმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი