მარტისფრად მიყვარს (მ. კვარაცხელიას)
როგორც მარტია ცვალებადი მე არ ვარ მასე, მყარი არს ჩემი გამოწვდილი ხელი შენამდის, მიყვარხარ გეტყვი, რადგან უკვე სულ სხვა ფერი აქვს, ამ გრძნობას, ამ ფიქრს და სიყვარულს სისხლის წვეთამდის. მარტისფრად მიყვარს ეგ თვალები და გამოხედვა, აპრილში არა არც მაისში არა ვარ ასე, უფრო ტკბილია ეს საღამო ამ მარტის თვეში, და ამიტომაც მიყვარს მარტი განცდებით სავსე. მიყვარხარ, ჩუმად ვერ ვსაუბრობ როცა მას ვამბობ, გულს მოედება თითქოს ცხელი ჩუმი ალმური, და წვეთ-წვეთობი მოდის სულში ფერადოვნება, მაშინ კარგია შენთან ყოფნა და საამური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი