შენშია სითბო


მიყვარს თვალები ასე თბილი შენი სახება,
ჩუმი ღიმილი გამოხედვა თითქოს მდუმარე,
და მიხვრა- მოხვრა ალვის ხეს რომ შეეფერება,
შენი ყოველი განვლილი გზა კარგიც მწუხარეც.

მიყვარს ხელები უფრო თბილი გაზაფხულისა,
და ნაზამთრალი ხელისგულის ნაზი სურნელი,
ვერ დავივიწყებ ამ სიყვარულს და გამოხედვას,
მინდა, რომ იყო ჩემი დილა, ყოვლად მზრუნველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი